"დღეს მარია გაქრისტიანდა" - ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილის ფოტოებს პირველად გვიზიარებს - Marao

"დღეს მარია გაქრისტიანდა" - ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილის ფოტოებს პირველად გვიზიარებს

2025-12-29 17:12:12+04:00

ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას უმცროსი ქალიშვილი, მარია, გაქრისტიანდა. ნათლობის ცერემონია მშობლებმა პატარა მარიას მოკრძალებულ გარემოში მოუწყვეს, კადრები კი ქეთიმ საკუთარ გამომწერებსაც გაუზიარა. მარია დღეს პირველად გამოჩნდა კამერების წინ და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. 

kacharava

ქეთი ხატიაშვილის ოჯახი და კარიერა 

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა მეორე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ. პატარას მარია დაარქვეს.

პატარა მარია ქეთისთვისაც და დავითისთვისაც მესამე შვილია - მათ პირველი ქორწინებებიდან შვილები, ქეთის გოგონა, დავითს კი ვაჟი ჰყავს. 

  • "ცხვარი რომ მოხვდება მგლების ხროვაში, ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა" - ნანუკა სტამბოლიშვილი კრიტიკისა და ნეგატიური კომენტარების შესახებ

ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.

მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.  

ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც მალე 13 წლის გახდება და დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა. 

  • "მე და ირინა ონაშვილი ერთად ვიღებდით მონაწილეობას "მის საქართველოზე"...ინტერნეტის გამოკითხვაში ვინ გაიმარჯვა? - მე" - მომღერალი ნათია დუმბაძე "მის საქართველოს" წლებს იხსენებს

"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.

მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთ