თავის მოვლის ნაკრებები პრემიუმ ბრენდებისგან - 5 სასაჩუქრე იდეა ქალისთვის - Marao

თავის მოვლის ნაკრებები პრემიუმ ბრენდებისგან - 5 სასაჩუქრე იდეა ქალისთვის

2025-12-30 10:44:27+04:00

საახალწლო სამზადისი გრძელდება - თუ თქვენი ადრესატი თავის მოვლის ენთუზიასტია, PSP-ში მისთვის პრემიუმ ბრენდების სასაჩუქრე ნაკრებების ყველაზე დიდი არჩევანი დაგხვდებათ.

ფართო ასორტიმენტი და საახალწლო ფასდაკლებები საშუალებას მოგცემთ, საუკეთესო საჩუქარი მარტივად და მისაღებ ფასად შეარჩიოთ.

გთავაზობთ 5 სასაჩუქრე ნაკრებს ისეთი პრემიუმ ბრენდებისგან, როგორიცაა: „კოდალი“, „მარტიდერმი“, „ეკოსლაინი“, „ალგოლოჟი“ და „ჰესკოტი და აივორი“. უმაღლესი ხარისხის პროდუქტები დახვეწილი შეფუთვით აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას:

  • კოდალი - სახის მოვლის ნაკრები

კოდალის სასაჩუქრე ნაკრებში გაერთიანებულია სრული რუტინა დაბერების პროცესის შენელებისთვის - ქაშმირის კრემი, ღამისა და თვალის კრემები, რომელიც ხელს უწყობს კანის გამკვრივებასა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას.

სამივე პროდუქტი დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. წამყვანი ინგრედიენტი კი ჰიალურონის მჟავაა, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს და იდეალურ დამცავ ბარიერს ქმნის ზამთრის ცივ დღეებში.

აღსანიშნავია, რომ „კოდალის“ პროდუქტები დაფუძნებულია ყურძნის ექსტრაქტებზე, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს.

  • მარტიდერმი - სახის მოვლის ნაკრები

„მარტიდერმი“ პრემიუმ ხარისხის ესპანური ბრენდია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მომხმარებელი ენდობა. მისი მაღალეფექტიანი, ჰიპოალერგიული ფორმულები ყველა ტიპის კანთან არის თავსებადი.

ნაკრებში გაერთიანებულია თვალის კრემი, რომელიც ამცირებს დაღლილობის ნიშნებს და ნაოჭების საწინააღმდეგო ამპულები, რომლის ყოვლისმომცველი ფორმულა ბზინვარე და დატენიანებულ კანს უზრუნველყოფს, ამცირებს ნაოჭების ხილვადობას და ხელს უშლის წვრილი ხაზების წარმოქმნას.

PSP-ს წინასაახალწლო ფასდაკლებით „მარტიდერმის“ ნაკრებს შეიძენთ 70%-იანი ფასდაკლებით - 73.80 ლარად 246 ლარის ნაცვლად!

  • ეკოსლაინი - თმის მოვლის ნაკრები არგანით

სასაჩუქრე ნაკრები მოიცავს სრულ გამაჯანსაღებელ რუტინას მშრალი, დაზიანებული და მტვრევადი თმისთვის. სამივე პროდუქტი დაფუძნებულია არგანის ზეთზე, სელის თესლსა და ჰიდროლიზებულ სოიოს ცილაზე, რომლებიც აჯანსაღებს დაზიანებულ თმას და მატებს მას ბუნებრივ ბზინვარებას.

ნაკრების შემადგენლობაშია მკვებავი შამპუნი, ნიღაბი და ფლუიდი. პროდუქტები შეიცავს UV ფილტრს, რომელიც თმას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან იცავს.

საახალწლო ფასდაკლების ფარგლებში „ეკოსლაინის“ ნაკრების ღირებულება 47.50 ლარია 95 ლარის ნაცვლად.

  • ალგოლოჟი - სახის მოვლის ნაკრები გამამკვრივებელი ეფექტით

ფრანგული პრემიუ ბრენდის, „ალგოლოჟის“ საახალწლო ნაკრები მოიცავს გამამკვრივებელ კრემს, ნაოჭსაწინააღმდეგო შრატსა და თვალისა და ტუჩის კრემს.

კრემი მომენტალურად ანიჭებს კანს კომფორტის შეგრძნებას. საგულდაგულოდ შერჩეული ზღვის ძვირფასი ექსტრაქტები ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას, კანს ხდის უფრო მკვრივსა და ბრწყინვალეს, აღადგენს სახის კონტურს. დაბერების საწინააღმდეგო გლობალური შრატი გაჟღენთილია პრორეგენერაციული წყალმცენარეებით, რისი მეშვეობითაც ამცირებს დაბერების ნიშნებს და ანიჭებს კანს ელასტიკურობას.

რაც შეეხება თვალისა და ტუჩის ბალზამს, პროდუქტი ხელს უწყობს მუქი წრეების, შეშუპებისა და ნაოჭების შემცირებას, ეფექტს გამოყენებიდან მალევე შეამჩნევთ.

„ალგოლოჟის“ ნაკრების შეძენა PSP-ს საახალწლო აქციით 255 ლარის ნაცვლად 127.50 ლარადაა შესაძლებელი.

  • ჰესკოტი და აივორი - საახალწლო კალენდარი

ბრიტანული პრემიუმ ბრენდის, „ჰესკოტისა და აივორის“ (Heathcote & Ivory) საახალწლო კალენდარში 24 საჩუქარია მოთავსებული! თუ თქვენი ადრესატისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა გსურთ, PSP-ს ეს საახალწლო ნაკრები ამის საშუალებას აუცილებლად მოგცემთ.

ნაკრების შემადგენლობაშია: აბაზანის მარილი, ტანის კრემი, აბაზანის ქაფი, ხელის და ტანის დასაბანი, აბაზანის ბომბები, ზეთი ხელი კრემი და სხვა.

50%-იანი საახალწლო ფასდაკლებით ნაკრებს 233.50 ლარის ნაცვლად 116.75 ლარად შეიძენთ.

PSP-ს მოცემული და სხვა შეთავაზებების აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.

R