"მათთვის, ვისაც ვძულვარ... თუ გინდა, ჩემნაირი იყო, უნდა დაქორწინდე 17 წლის, სიყვარულით გააჩინო 4 შვილი" - თაკო ტაბატაძე საზოგადოებას მიმართავს - Marao

"მათთვის, ვისაც ვძულვარ... თუ გინდა, ჩემნაირი იყო, უნდა დაქორწინდე 17 წლის, სიყვარულით გააჩინო 4 შვილი" - თაკო ტაბატაძე საზოგადოებას მიმართავს

2025-12-30 11:10:13+04:00

"მათთვის, ვისაც ვძულვარ და მაინც მბაძავენ: მე ჩემსას ვაკეთებ და თქვენც თქვენსას, კარგი? არავის უნდა ჩემი "ტემუ" ვერსია...

პირველი, არავინ არის ჩემნაირი. თუ გინდა, რომ ახლოსაც კი მოხვიდე ჩემთან, ბიზნეს სკოლაში უნდა ისწავლო - ჯერ ბაკალავრის ხარისხის მფლობელი გახდე, შეხვდე შენი შვილების მამას, დაქორწინდე 17 წლის ასაკში, სიყვარულით გააჩინო 4 შვილი, დაბრუნდე ბიზნეს სკოლაში და გახდე მაგისტრი, შემდეგ დაშორდე ქმარს, გააგრძელო ცხოვრება მარტომ ოთხ შვილთან ერთად. შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარო და გახდე მსახიობი, შეასრულო მთავარი როლი შენი ოცნების რეჟისორის ფილმში, შემდეგ გახდე დრამის ფაკულტეტის მაგისტრი. შემდეგ შეგიყვარდეს, გახდე საჯარო ბულინგის მსხვერპლი, შემდეგ ნარცისული ტრავმული კავშირისგან თავი დააღწიო, შემდეგ გაყიდვების სპეციალისტი გახდე, დაიწყო ფიტნეს მოდელობა, გააგრძელო სამსახიობო კარიერა და დამოუკიდებელი ცხოვრება", - წერს მსახიობი თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

  • "არ გამიცდენია მათი არც ერთი მშობელთა კრება, ექსკურსია, გამოფენა..." - გია ბაღაშვილი 4 გოგოს მამობის შესახებ 

თაკო ტაბატაძე

თაკო ტა­ბა­ტა­ძემ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო და ამ მოკ­ლე დრო­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა მო­უწია. მისი დე­ბი­უ­ტი ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის - ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილმში შედ­გა. "პეპ­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცია" ეკ­რა­ნებ­ზე იან­ვარ­ში გა­მოჩ­ნდა. ამ ფილმში თაკო მთა­ვარ როლ­შია. მისი გმი­რი ნინო, წარ­სულ­ში ბა­ლე­რი­ნა, უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ, ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის. ფილმში ვხე­დავთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს – მხატ­ვრებს, ხე­ლო­ვა­ნებს, მუ­სი­კო­სებს. სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მია, რო­მელ­საც დათო ევ­გე­ნი­ძის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა კი­დევ უფრო ალა­მა­ზებს. თაკო ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რია რე­ჟი­სორ ნანა ჯორ­ჯა­ძის, რად­გან მან ახალ­ბე­და მსა­ხი­ობს ამ­ხე­ლა ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და. ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბა 4 წლის წინ და­ი­წყეს. ახ­ლა­ხან გა­მოჩ­ნდა ეკ­რა­ნებ­ზე და ფილმმა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

თაკო ბოლო დროს ასე­ვე არა­ერთ უცხო­ურ ფილმში გა­და­ი­ღეს და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უხ­და. თვლის, რომ ეს 4 წელი მის­თვის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო.

  • თაკო ტაბატაძის წერილი: "რაღაც კოშმარულ სიზმარში ვარ, რომელიც იმედი მაქვს, მალე დამთავრდება!" 

  • "მათ მოს­წონთ, რომ დედა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობს, იმის­თვის ვმუ­შა­ობ, რომ მათ თვალ­ში სი­ხა­რუ­ლი და­ვი­ნა­ხო" - თაკო ტაბატაძე, როგორც 4 შვილის დედა და წარმატებული მსახიობი 

4 ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლის დედა ამ­ბობს, რომ შვი­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი. ისი­ნი თა­კოს დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი აქვს. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას მე­ნე­ჯე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც მშვე­ნივ­რად უთავ­სებს.

"ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს, მაგ­რამ იმ­დე­ნად მომ­წონს და მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის მსა­ხი­ო­ბო­ბა, რომ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვარ ჩარ­თუ­ლი. არა­ერთ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­ვი­ა­რე კას­ტინ­გე­ბი და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა მო­ვა­ხერ­ხე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი შე­მო­სავ­ლი­ა­ნი არ არის, რომ მარ­ტო ამით და­კავ­დეს ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ პა­რა­ლე­ლუ­რად ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად ვმუ­შა­ობ. ორი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­თავ­სე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი, ხელს მი­წყო­ბენ. მეც ბევ­რს ვშრო­მობ, რომ ვიყო ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რი ქალი. ხში­რად დი­ლით ძა­ლი­ან ადრე ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. ვცდი­ლობ ხან შა­ბათ-კვი­რას ჩავ­სვა გა­და­ღე­ბე­ბი. რაც დრო გა­დის, პრო­ექ­ტიც მე­ტია და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს", - ამბობდა თაკო ტაბატაძე