თათა ვასაძეს საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს. იგი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ქალიშვილია და ამავდროულად "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავე.
თათა სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩევა. ის ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს და გულწრფელად პასუხობს გამომწერების შეკითხვებს, რითაც მათთან ახლო და უშუალო ურთიერთობას ინარჩუნებს.
ცოტა ხნის წინ თათამ კიდევ ერთხელ გაუზიარა საზოგადოებას თბილი ოჯახური ფოტოები. კადრებში ის მეუღლესთან, შვილთან და დებთან ერთად არის წარმოდგენილი, ყველას ქართული ტრადიციული სამოსი აცვია, რაც ფოტოებს განსაკუთრებულ ეროვნულ ხიბლსა და სიმბოლურ დატვირთვას სძენს.




თათა ვასაძე
თათა ვასაძე, ლევან ვასაძის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და "ტიკ-ტოკსაც" აქტიურად იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც.
ამასთან ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. უყვარს კითხვა და მისი საყვარელი ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოველმან“, წიგნის საყვარელი გმირი კი "პატარა უფლისწულია". თათას პასუხებიდან გავიგეთ, რომ სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, დიახ, ის არქიტექტორი მოცეკვავე იქნება, - ამბობს თათა.
თათა ვასაძისა მისი რჩეულის, და ბათა ზედგინიძის ქორწილი 2024 წლის 28 ივლისს გაიმართა. ქორწილის ულამაზესი კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. განსაკუთრებული მოწონება კი მამა-შვილის, თათა და ლევან ვასაძეების ცეკვამ დაიმსახურა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ თათა და ბათა პირველი შვილის შვილის მშობლები გახდნენ.