საცივი ქათმით - საუკეთესო რეცეპტი ნუცა სურგულაძისა და ნინა პერტენავასგან - Marao

საცივი ქათმით - საუკეთესო რეცეპტი ნუცა სურგულაძისა და ნინა პერტენავასგან

2025-12-31 13:54:50+04:00

სულ რამდენიმე საათი დარჩა ახალი წლის დადგომამდე და თითქმის ყველა ოჯახში განსაკუთრებული საახალწლო ფუსფუსია. დიასახლისები ბოლო დეტალებს ამზადებენ, რათა სუფრა ტრადიციული და მრავალფეროვანი იყოს. საახალწლო სუფრის ერთ-ერთ მთავარ და შეუცვლელ კერძად კი, როგორც ყოველთვის, საცივი რჩება.

ბლოგერმა ნუცა სურგულაძემ  საცივის რეცეპტი გამომწერებს გაუზიარა. მისი რეცეპტი მარტივად გასაგებია და იმ ოჯახებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს, ტრადიციული კერძი განსაკუთრებულად აქციოს. 

  • ქვაბში გამომცხვარი შოთის პური - უმარტივესი რეცეპტი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო 

ინგრედიენტები:

  • 1 ქათამი
  • 1 ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
  • 1 ჩაის კოვზი ქინძი მშრალი
  • 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი მარილი მიხაკ/დარიჩინი გემოვნებით
  • 600 გრ ნიგოზი
  • 5 კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დაახვედროთ საახალწლო სუფრაზე ცეცხლოვან ცხენს 

მომზადების წესი:

ქათამი აუცილებლად უნდა იყოს სოფლის. ვდგამთ ქათამს მოსახარშად და, პარალელურად, კარგად უნდა დავაბლენდეროთ ნიგოზი, დავაქუცმაცოთ ხახვი და ნიორი. ტაფაზე შევათბოთ უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძი და დავუმატოთ ცოტა მიხაკ/დარიჩინი. ამასობაში ქათამიც მოიხარშა და მის ბულიონში უნდა მოვთუშოთ ხახვი და ნიორი, რომელიც წინასწარ დავაჩოფერეთ. შემთბარ სუნელებს ვუმატებთ ნიგოზს და ვამატებთ ცოტა ადუღებულ წყალს, იმისთვის რომ შეიკრას და გამოყოს ცხიმი.  ცხიმგამოცლილი ნიგოზი უნდა გადავიტანოთ ქვაბში და დავუმატოთ ბულიონი ნელ-ნელა, რომ გაიხსნას და გამოვიდეს საცივის მასა. საცივის სისქე თქვენით უნდა აკონტროლოთ, რომ მიიღოთ სასურველი კონსისტენცია. ამ მასას შეგვიძლია ცოტა მიხაკი და დარიჩინიც დავუმატოთ. ხორცს გავაცალოთ ძვალი, ჩავუშვათ მზა საცივში და კერძი უკვე მზადაა. 

  • რა უყვარს "ცეცხლოვან ცხენს?" - ერთი ქართული კერძი, რომელიც ახალი წლის ღამეს სუფრაზე უნდა გედოთ