"მადლობელი ვარ ამ წლის, რადგან ღმერთმა შენი თავი მაჩუქა" - როგორი იყო გასული წელი "მის საქართველო" 2012 თამთა შედანიასთვის - Marao

"მადლობელი ვარ ამ წლის, რადგან ღმერთმა შენი თავი მაჩუქა" - როგორი იყო გასული წელი "მის საქართველო" 2012 თამთა შედანიასთვის

2025-12-31 14:55:24+04:00

 მოდელი თამთა შედანია ცოტა ხნის წინ დედა გახდა, მას ვაჟი, სახელად მიხელი შეეძინა და სწორედ ეს მოვლენა ხდის 2025 წელს განსაკუთრებულს - "მადლობელი ვარ ამ წლის, რადგან ღმერთმა შენი თავი მაჩუქა", - წერს "მის საქართველო" თამთა შედანია. 

  • ვინ არის "მის საქართველო" თამთა შედანიას ქმარი: რა ედება ბრალად ბიზნესმენ რატი რატიანს 

თამთა შედანია

უმშვენიერესი თამთა პირველად ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო დაქორწინებული და მისგან ერთი გოგონა, მია ჰყავს. მია ძალიან ჰგავს დედას და თამთა ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთ შვილზე ოცნებობდა.

  • რას წერს ყოფილი "მის საქართველო" მეუღლის ბრალდების შესახებ: "მე ამაყი ვარ ჩემი ქმრით, ჩემი შვილებით და ოჯახით" 

  • “მაკიაჟის გამოყენება 14 წლის ასაკიდან დავიწყე, შემდეგ იყო 3 მშობიარობა, ბრძოლა აკნესთნ...“ – „მის საქართველო“ თამთა შედანიას რჩევები სუფთა და მოვლილი სახის კანისთვის 

თამთამ მეორედ  ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანზე იქორწინა: "ცხოვრებაში ძალიან ბევრ სხვადასხვა სტილის ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის, უცხოელსაც და ამიტომ ადამიანების ამოცნობა მშვენივრად მეხერხება. ადამიანების, განსაკუთრებით, მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით, მაგრამ ბევრი იმას ვერ ხვდება, რომ ადამიანში მთავარი სულია და არა გარეგნობა. ადამიანში პიროვნება უნდა დაინახო და არა მისი ლამაზი ნატურა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის ადამიანებს ემართებათ. ის პიროვნება, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, არის გაწონასწორებული, განათლებული, დაღვინებული და იცის, როგორ უნდა აგრძნობინოს მანდილოსანს თავი ქალად" - ამბობდა მოდელი. 

თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ორი საერთო შვილი, კირა და მიხეილი ჰყავთ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა.