"ჩემი 2025 წელი! ყველაზე ტკბილი და ბევრი თავგადასავლით სავსე! ზუსტად ვიცი, შემდეგი წელი კიდევ უფრო გასაგიჟებელი იქნება! სიყვარული, სიხარული და ზღვა ბედნიერება დაგვბედებოდეს! წარმატების და დიდი გამარჯვების წელი ყოფილიყოს 2026 წელი! გილოცავთ", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინა ხუბუტია და მეუღლესთან, სანდრო შელიასა და შვილთან ნიკოლასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას ოჯახი
მას შემდეგ, რაც პიანისტი და ტელეწამყვანი, თათია შარანგია და ბიზნესმენი, სანდრო შელია ერთმანეთს დაშორდნენ, სანდრომ "მთავარი არხის" ტელეწამყვანზე ნინა ხუბუტიაზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს, იტალიის ქალაქ რომში გადაიხადა. ცოტა ხნის წინ წყვილი ვაჟის მშობლები გახდა.
სანდრო შელია ნინა ხუბუტიასთან ქორწინებამდე ორჯერ იყო დაოჯახებული, პირველი ცოლი უცხოელი ჰყავდა, მასთან ქორწინებისას ერთი შვილი ეყოლა, შემდეგ კი ცნობილ პიანისტზე თათია შარანგიაზე იქორწინა, რომელთანაც კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა.
წყვილის განქორწინება მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, მალე კი ცნობილი გახდა, რომ შარანგია მესამედ ჯარჯი თორაძეს მიყვებოდა ცოლად. ყოფილი ცოლის ქორწილიდან რამდენიმე თვეში იქორწინა შელიამაც.
სანდრო ნინას ეკრანიდან იცნობდა, მოგვიანებით კი სოციალური ქსელის საშუალებით დაახლოვდნენ. თავიდან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ, პაემანი კი სექტემბერში შედგა.
"არ მომწონს სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება. მეც მაქვს წარსული ცხოვრება და ეს არის ნორმალური. უფრო სანდროზეა ნეგატიური კომენტარები, ამან რამდენი ცოლი უნდა მოიყვანოსო და ა.შ. იყო მომენტები, როდესაც წერდნენ, რომ როგორც ამას ექცევა, ისე ექცეოდა ყოფილ ცოლსაცო. პირად შეტყობინებაშიც კი მომწერეს, ვიდეო მქონდა გაზიარებული და მომწერეს, ზუსტად ასე მოაწერა ხელი ყოფილ ცოლთანო...“ - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნინა ხუბუტია.
დღეს წყვილს მყარი, ბედნიერი ოჯახი აქვს - ნინა და სანდრო ერთად ზრდიან უსაყვარლეს ნიკოლასს.