ინგა გრიგოლიას შვილიშვილი იუბილარია - "ჩემი ნინია 3 წლის... მადლობა უფალს შენი არსებობისთვის" - Marao

ინგა გრიგოლიას შვილიშვილი იუბილარია - "ჩემი ნინია 3 წლის... მადლობა უფალს შენი არსებობისთვის"

2026-01-05 10:50:25+04:00

ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას შვილიშვილი იუბილარია. პატარა ნინია 3 წლის გახდა. 

"ჩემი ნინია 3 წლის. მადლობა უფალს შენი არსებობისთვის. მიყვარხარ დე." - წერს მარიამი.

  • "მარიამი რომ მეყოლა, ძალიან პატარა ვიყავი... ვინც ადრე გავხდით დედები, შვილები მშობლებმა გაუზარდეს" - ინგა გრიგოლიას იშვიათი ინტერვიუ ოჯახზე, შვილსა და პირად საკითხებზე 

ინგა გრიგოლიას შვილიშვილი      

 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 2023 წლის 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. "ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა", - წერდა ინგა გრიგოლია.

მარიამ გრიგოლია ინგა გრიგოლიას ერთადერთი ქალიშვილია. ის 2017 წელს დაქორწინდა ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟია. 2023 წლის 4 იანვარს მარიამს და ნიკოლოზს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ნინია დაარქვეს.

  • "ამაზე არ მიყვარს საუბარი, ძალიან პირადი თემაა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთია..." - ინგა გრიგოლიას აქამდე უცნობი ამბავი, ცხოვრების რთული პერიოდი და თილისმა 

"მას შემდეგ, რაც ეს პატარა გოგო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო მეტად დავიწყე ფიქრი მომავალზე, რა ჯობია ჩემი შვილიშვილისთვის, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, დავიწყე ისეთი ნივთების შეძენა, რაც მას სჭირდება, უფრო მეტად ორიენტირებული გავხდი მასზე. 2023 გამორჩეულად ბედნიერი წელია ჩემთვის, დადგა თუ არა 2023 წელი, 4 იანვარს გაჩნდა ნინია. წელს მისი პირველი ახალი წელია და მინდა იყოს ძალიან ლამაზი, ბრჭყვიალა და გადართული ვარ მთლიანად მასზე, ჩემს გულსა და ტვინში ახლა მხოლოდ მას უკავია ადგილი", - ამბობდა ინგა გრიგოლია. 

  • "ჩემს შემთხვევაში მართლა დაუჯერებელი შედეგი აქვს" - რა პროცედურაზე წერს ინგა გრიგოლია 

"შვილიშვილი არის საოცარი ვიღაც. ჩემი შვილი მე არ გამიზრდია, დედაჩემმა გაზარდა. მარიამი რომ მეყოლა, ძალიან პატარა ვიყავი, შესაბამისად, ახლა ყველაფერი, რაც მარიამზე არ დამიხარჯავს - ემოცია, მზრუნველობა და რაღაც წარმოუდგენელი სიყვარული, უკვე ნინიაზე მაქვს გადატანილი. არჩევანი რომ მაქვს, ვიღაც ტროლ/ბოტს დავუთმო დრო, თუ ჩემს შვილიშვილთან ერთად ვითამაშო ან ვიმღერო ან ვიცეკვო, ისედაც კვირაში შეიძლება სულ რამდენიმე საათი მქონდეს თავისუფალი და არჩევანს რატომ გავაკეთებ ვიღაც ახირებულ ადამიანზე, როდესაც შესაძლებლობა მაქვს, არაჩვეულებრივად გავატარო დრო. სამწუხაროდ ყოველდღიურად ვერ ვიცლი მისთვის, დაღლილი არც დედა უნდა იყოს და არც ბებია",- ამბობდა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი.