„40 წელი არ ვიცოდი, რომ შვილი მყავდა“ — მამა-შვილის გულწრფელი ინტერვიუ თამუნა მუსერიძის პოდკასტში - Marao

„40 წელი არ ვიცოდი, რომ შვილი მყავდა“ — მამა-შვილის გულწრფელი ინტერვიუ თამუნა მუსერიძის პოდკასტში

2026-01-05 17:06:48+04:00

ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეს ცოტა ხნის წინ საკუთარ პოდკასტში ბიოლოგიური მამა გურგენ ხორავა ჩაწერა. პოდკასტის მანძილზე უამრავ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის იმ გრძნობაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა როცა თამუნას ამბავი შეიტყო.

„ყოველთვის გულში მქონდა, რომ სადღაც ჩემი შვილი არსებობს, მაგრამ საქართველოში არ ველოდი. 

პირველად ჩემმა შვილმა ჯაბამ დამირეკა. მამა, შენ კიდევ გყავს შვილიო. თავიდან არ დავიჯერე, მეგონა, რომ ხუმრობდა და გავუთიშე ტელეფონი. შემდეგ ვახტანგმა დამირეკა და უკვე ცოტა მეფიქრა, რომ სიმართლეს მეუბნებოდნენ. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, შოკი იყო, თუმცა დადებითი შოკი. შენი სისხლი და ხორცი როდესაც გიპოვის, როგორ უნდა უთხრა, რატომ მოხვედიო. ეს შენს კაცობაზე და კულტურაზე მიუთითებს. პირველად რომ დაგინახე, მსგავსებებს ვაკვირდებოდი, როდესაც ტუჩთან ხალი შევამჩნიე, ეგრევე დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი იყავი და ხმაც აღარ ამომიღია.

ახლა რომ გითხრა, იმ დროს ორსულობა რომ გამეგო, რას ვიზამდი და რას - არა, ბაქიობა იქნება. თუ გაშვილება ენდომებოდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეუღლე ორივე ხელით დათანხმდებოდა, გეცხოვრა ჩვენს ოჯახში. ნაწყენი როგორ არ უნდა ვიყო, რომ 40 წელი არ ვიცოდი შვილი რომ მყავდა. რამდენი რამე მოგაკლდა ჩემგან. 

სიძე ძალიან კარგი ბიჭია, სანდროს შრომისმოყვარეობა რომ არ ჰქონდეს, ასეთი კარგი მსახიობი ვერ იქნებოდა. სანდროს ცოტა საკუთარ თავსაც ვამსგავსებ.

მეუღლემ სიკვდილის წინ მთხოვა, ჯაბასთვის მიმეხედა. მისი გარდაცვალების შემდეგ რაღაც პერიოდი გავლოთდი. 45 დღის შემდეგ მოვიდა ჩემი მეგობარი და მითხრა, რას აკეთებ, გონზე მოდიო. შემდეგ გამოვფხიზლდი. ხანდახან უარყოფითი კომენტარები რომ იწერება, მოქმედებს ჩემზე, თუმცა გულში ვიმარხავ. თქვენ როგორ გგონიათ, ჩვენ, მამაკაცები არ ვტირით? “, – ამბობს გურგენ ხორავა.

  • "ჩემი შვილები მეუბნებიან, კარგი მამა ხარო…თამუნამ დამილაგა ასევე ჩემს პირველ მეუღლესთან ურთიერთობაც" - 

თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე 

ტელესახე თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რამდენიმე წელია, რაც ცოლ-ქმარნი არიან. მათ ორი საერთო გოგონა ჰყავთ. წინა ქორწინებიდან სანდროს გოგონა, თამუნას კი ვაჟი ჰყავს.

თამუნა ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე, სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. სანდრო კი პროფესიით მსახიობია და არაერთ ცნობილ სპექტაკლსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

  • "ყველა ბოროტებაზე გამარჯვებული ქალი - თამუნა" - რას წერს თამუნა მუსერიძე HBO max-ის წინასაპრემიერო ჩვენებიდან 

სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. მათ ორი საერთო შვილი, ანიკა და მარიანა ჰყავთ.