"40 წლის ასაკში მეოთხე შვილი გავაჩინე, 50 წლის ასაკში კი დავქორწინდი და ახალი ცხოვრება დავიწყე" - ცისანა სეფიაშვილის ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო - Marao

"40 წლის ასაკში მეოთხე შვილი გავაჩინე, 50 წლის ასაკში კი დავქორწინდი და ახალი ცხოვრება დავიწყე" - ცისანა სეფიაშვილის ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო

2026-01-05 16:49:07+04:00

ცისანა სეფიაშვილი იმ ცნობილ სახეებს მიეკუთვნება, რომლებსაც დრო და ასაკი მხოლოდ უკეთესობისკენ ცვლის - ის ახლა 52 წლისაა და თვლის, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ იწყება. ცისანა 4 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებიაა, ამის პარალელურად, აქვს აქტიური პროფესია და ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. დატვირთული კარიერული თუ ოჯახური ცხოვრების მიუხედავად კი, ახერხებს, შესანიშნავად გამოიყურებოდეს. მისი გარეგნული ბრწყინვალება, პირველ რიგში, მისი განწყობიდან მომდინარეობს. 

ცისანა სეფიაშვილმა ასაკის, თავის მოვლისა და წლების მატების შესახებ გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ამ საკითხებისადმი მიდგომა შეცვლილია: 

  • "ერთ საიდუმლოსაც გაგანდობთ – ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ არც კი გვიკამათია“ - ცისანა სეფიაშვილი ოჯახზე, სიყვარულსა და მეუღლეზე 

„დედაჩემი როცა პირველად ბებია გახდა, 40 წლის იყო. ამის მიუხედავად, მამასთან ერთად ყოველ საღამოს დადიოდა სადღაც, რაც სულ მიკვირდა - რაღა დროს ეს არის-მეთქი. 

40 წლის ასაკში მე თავად გავაჩინე მეოთხე შვილი, 50 წლის ასაკში კი დავქორწინდი და ახალი ცხოვრება დავიწყე. 

დღეს ბევრი საშუალება გვაქვს, რომ თავს მოვუაროთ, კარგად გამოვიყურებოდეთ“.

sepiashvili

ცისანა სეფიაშვილის ოჯახი 

ცისანა სეფიაშვილი დაიბადა 1973 წლის 9 ნოემბერს. პროფესიით თეატრმცოდნე და პიარ-სპეციალისტია. მისი მუსიკისადმი სიყვარული არავის გაჰკვირვებია, რადგან ის ცნობილი კომპოზიტორის ჯემალ სეფიაშვილის ქალიშვილია.თუმცა, თავდაპირველად მომღერლობაზე არასოდეს უფიქრია.  

"ბრჭყვი­ა­ლა ბავ­შვო­ბა მქონ­და, გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ისე, რომ ზღვარს არ გა­დავ­დი­ო­დი და დღე­საც ასე­თი გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვარ. ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მის­თვის, ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის­თვის, დღე­საც პრინ­ცე­სა ვარ, რო­მელ­საც ბრჭყვი­ა­ლა, ზღაპ­რულ ფე­რებ­ში აცხოვ­რებს. ჯე­მა­ლი ზედ­მე­ტად გიჟი მა­მაა და სულ ცდი­ლობს, რა­ღა­ცე­ბი ამა­რი­დოს, "შემ­ფუ­თოს", და­მიც­ვას, გა­მი­ლა­მა­ზოს ყოფა. მამა ის ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცია, ვი­სიც მჯე­რა, ვენ­დო­ბი და ვეყ­რდნო­ბი." - იხსენებდა ცისანა.

მისი სამუსიკო კარიერა 1997 წელს დაიწყო, როდესაც მამას საიუბილეო საღამოზე, “ბრავო მაესტროზე” მამისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა. დუეტი ჩაწერა მერაბ სეფაშვილთან ერთად – “ღრუბელს რაღა უნდოდა”. თავდაპირველად ეს იდეა ერთჯერადი უნდა ყოფილიყო, თუმცა მსმენელმა ისე მოიწონა ცისანას შესრულება, რომ ეს სიმღერა მის სავიზიტო ბარათად იქცა.

  • "მე ერთი ქალი მივლის, ცისანას თავისი ჰყავს ბევრი მოსავლელი" - ჯემალ სეფიაშვილი ოჯახზე, სიყვარულსა და ურთიერთობებზე

მალე მუსიკალური კარიერაც დაიწყო, რასაც შემდეგი სიმღერები მოჰყვა -  “სტუმრად მეწვიე”. ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად მის დუეტს ჯგუფ “ქუჩის ბიჭებთან” ერთად – “ლამაზი დღე”.

ცოტა ხნის წინ, ორი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. ცისანას პირველი ქმარი კოკა წერეთელი იყო, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს. მომღერალმა მეორედ სოსო ზა­ქა­რე­იშ­ვილ­ზე იქორწინა - წყვილს სამი შვილი ჰყავს.

"ჩემი და სო­სოს ქორ­წი­ნე­ბა ისე სწრა­ფად მოხ­და, ჭო­რე­ბიც კი და­დი­ო­და, რომ პირ­ველ ქმარ­თან ცხოვ­რე­ბის დროს მე უკვე მას­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ტყუ­ი­ლია. კოკა წე­რე­თელს რომ გავ­შორ­დი, მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. მამა იმ პე­რი­ოდ­ში მოს­კოვ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და, კულ­ტუ­რის სა­კი­თხე­ბი უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი იყო, მაგ­რამ "უზ­ნეო" შვილს ერთ თვე­ში ისიც ჩა­მომ­ყვა. სახ­ლში რე­მონ­ტის კე­თე­ბა და­ი­წყეს და მა­მამ ლი­კან­ში გა­მამ­წე­სა. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი სოსო, მისი მამა, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი და მათი მე­გობ­რე­ბი. სო­სომ თა­ვის თავ­ზე აიღო ჩემი გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა. ცუ­დად ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის დან­გრე­ვას, მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბას გან­ვიც­დი­დი, ამი­ტომ ღა­მით და­ძი­ნე­ბა მი­ჭირ­და. ჩემი და სო­სოს ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. როცა ყვე­ლას ეძი­ნა, ჩვენ ვე­რან­და­ზე ვის­ხე­დით და რა­ღაც­ნა­ი­რად ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მეხ­მა­რე­ბო­და."