ულამაზესი ოჯახის ბედნიერი მომენტები: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებენ - Marao

ულამაზესი ოჯახის ბედნიერი მომენტები: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებენ

2026-01-06 10:09:16+04:00

ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია ზამთრის დღეებს განსაკუთრებულად და ძალიან თბილ გარემოში ატარებენ. ოჯახური კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, როგორ აწყობენ ხვიჩა და პატარა დამიანე თოვლისგან თოვლის ბაბუას.

  • განსაკუთრებული წელი და ოჯახური კადრები: როგორ ხვდებიან ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე 

ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი 

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

  • საშობაო არდადეგები და კადრები მშვენიერ მეუღლესთან ერთად: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე 

  • TOP 12 ქართველი და ყველაზე ლამაზი 12 ნაძვის ხე 2026 წლისთვის - ვინ როგორ ხვდება ახალ წელს? 

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.