ანა ნაცვლიშვილი და დავით თუშიშვილი - მოდელის ახალი კადრები დიდ მოწონებას იმსახურებს - Marao

"საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!" - მოდელი ანა ნაცვლიშვილის ბედნიერი ახალი წელი, რომანტიკული კადრები და დღესასწაული ოჯახთან ერთად

2026-01-06 10:52:39+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინო ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის უმცროსი ქალიშვილი, მოდელი ანა ნაცვლიშვილი დაინიშნა. ანას რჩეული დავით თუშიშვილია. წყვილი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია და მათი ურთიერთობა გამომწერების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ანა ხშირად აზიარებს რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამონაკლისი არც მისი ბოლო პოსტია - მოდელმა დავით თუშიშვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც უმოკლეს დროში უამრავი მოწონება და დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

გამომწერები წყვილს ბედნიერებას უსურვებენ და აღნიშნავენ, რომ ანა და დავითი ძალიან უხდებიან ერთმანეთს.

 

  • ანა ნაცვლიშვილის ბედნიერი წელი: ნინა ცქიტიშვილის ქალიშვილის ნიშნობა, წარმატებული კარიერა და ცნობილი ოჯახი

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი ცნობილი ოჯახიდანაა - ის მოდელი ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილის შვილია.

ასევე ცნობილი სახეა მისი უფროსი და, თაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც დედის კარიერული გზა გააგრძელა და მისი არაერთი წარმატების მომსწრე ჩვენც გავხდით. თაკოს და ანას ჰყავთ ორი ძმა, გუგა და ანდრია. გუგა, მამის მსგავსად, კალათბურთელია, ანდრია კი ჯერ სკოლის მოსწავლეა. 

  • 4 შვილის დედა წარმატებული კარიერით - ნინო ცქიტიშვილის ელეგანტური იმიჯი და ახალი ფოტოები ოჯახთან ერთად 

 ნაცვლიშვილი, განსხვავებით უფროსი დისგან, მედიასთან თითქმის არ ურთიერთობს, არ უყვარს საჯაროდ საუბარი საკუთარ ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიურია და ხშირად აზიარებს როგორც კარიერულ სიახლეებს, ისე ოჯახურ ამბებს. 

ანა განსაკუთრებული გარეგნობით გამორჩეული ახალგაზრდა მოდელია, რომელიც ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ბრენდის გადაღებასა თუ კამპანიაში. დასამახსოვრებელი იყო დების კოლაბორაცია, როცა ანა უფროსმა დამ, თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარი ბრენდის კამპანიაში გადაიღო.