პატარა ნინას შესრულება დედასთან ერთად: სალომე კორკოტაშვილის ვიდეო ქალიშვილთან ერთად - Marao

პატარა ნინას შესრულება დედასთან ერთად: სალომე კორკოტაშვილის ვიდეო ქალიშვილთან ერთად

2026-01-06 11:16:15+04:00

სალომე კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში შვილთან, პატარა ნინასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აზიარებს, რომელმაც გამომწერების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ვიდეოში სალომე და ნინა სიმღერას ერთად ასრულებენ - როგორც ჩანს, ნინას ძალიან მოსწონს ინსტრუმენტი და მუსიკალური ნიჭით დედას ჰგავს. 

  • ყველაზე პოპულარული ბავშვები და სახელები 2025 წელს: რას არქმევენ ცნობილი ქართველები შვილებს 

სალომე კორკოტაშვილის ოჯახი და კარიერა 

სალომე კორკოტაშვილს საზოგადოება უკვე არაერთი წელია იცნობს. ის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს. სალომე საქართველოში ცნობადი სახის, გია კორკოტაშვილის ქალიშვილია.

პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. მისი რჩეული 19 წლის ტოტო კალანდაძე იყო, რომელსაც ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. ამ ქორწინებიდან მათ ერთი ვაჟი, ზუკა კალანდაძე ჰყავთ.

„ჩემი შვილი, ზუკა 14 წლისაა. ძალიან მაღალია, წვერი აქვს, დიდს ჰგავს. ქუჩაში გვეუბნებიან, რა საყვარელი და-ძმა ხართო, ხან ბავშვებს გვეძახიან. ძალიან მეგობრული და მშვიდი დედა ვარ. თუ დაიჯერებთ, მე და ზუკას არ გვიკამათია, ხმამაღლა არაფერი გვითქვამს, იმდენად მარტივად გვესმის ერთმანეთის. მშვიდად ვუხსნი ხოლმე. უკარგესი ბავშვი და ძალიან საყვარელია. მიყვარხარ, ზუკა...", - ასე ახასიათებდა სალიო შვილსა და მასთან ურთიერთობას. 

მეორედ სალომემ შოტლანდიელ ჟურნალისტზე იქორწინა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც მუსიკალური კარიერის განვითარებაზე აქტიურად მუშაობდა. ის საკუთარი მიზნებისთვის ბევრს შრომობდა და ამბობდა, რომ მუსიკალური კოლეჯის გახსნაზე ოცნებობდა: 

"ყველას ვუყვები ჩემი მიზნების შესახებ. იციან, რომ როცა პოპულარული გავხდები, არ ვიყიდი 23 მანქანას და არ ჩავისვამ ოქროს კბილებს. მინდა, ჩემს ხალხს დავეხმარო. ავისრულო ოცნება და ავაშენო მუსიკალური კოლეჯი, სადაც პროფესიონალები ასწავლიან. ქართველი ერი ძალიან მუსიკალურია..."

  • "ბედნიერება" - სალომე კორკოტაშვილი შვილების ფოტოს აქვეყნებს 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სალომე ცხოვრების ეს ეტაპიც დასრულდა, ის მეუღლეს დაშორდა და საქართველოში ჩამოვიდა. 

"ჩვენს რეალობაში სირთულეები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. საერთოდ, თბილისი ძალიან დეპრესიული ქალაქი მგონია, ჩემმა ბევრმა მეგობარმა მოიკლა თავი. ისიც საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი ფანჯრის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარი როგორ მოკლეს. ამ მოვლენების გამო ერთი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი.

მუსიკის არაერთ მასწავლებელს უთქვამს ჩემთვის, არაფერი გამოგივა, რატომ წვალობო. სწორედ ამ ადამიანებს ვუგზავნი ხოლმე ჩემი წარმატების ამსახველ ფოტოებს და ვწერ: “გთხოვთ, სხვებს ნუღარ დააკომპლექსებთ”...

ცოტა ხნის წინ კი მომღერალმა საზოგადოებას სასიხარულო სიახლე გაუზიარა - ის მეორე შვილის დედა გახდა - სალომეს გოგონა შეეძინა, რომლის ფოტოებსაც საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს, გულშემატკივრებისა და მეგობრებისგან კი ყოველთვის დიდ სიყვარულს იღებს.