„მის საქართველო“ ნია წივწივაძე ორი შვილის დედაა. მისი საოცარი ტყუპები უკვე ორი წლისები არიან და მათ ოჯახში განსაკუთრებული მხიარულებაა. მით უმეტეს, რომ ახალი წელი ოჯახში, სადაც პატარები ცხოვრობენ, კიდევ უფრო მეტად ხალისიანია.

ნია წივწივაძე დედობისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ
– ტყუპი შვილის დედობას როგორ აუღე ალღო?
– ყველაზე რთული პირველი სამი-ოთხი თვე იყო. ერთი ჩვილის დედობაა რთული და ორი რომ გყავს ერთად, ფაქტობრივად, არ გძინავს. მე და ჩემი მეუღლე დღემდე ვხუმრობთ იმაზე, რომ პირველი სამი-ოთხი თვე საერთოდ არ გვახსოვს. დედაჩემი მეხმარებოდა ძალიან და მისი დიდი დამსახურებაა, რომ მე და ჩემს მეუღლეს გამოძინების საშუალება გვქონდა.
ჩვილებსაც კი იტოვებდა მარტო, რომ გათენებული ღამეების შემდეგ როგორღაც გამოგვეძინა. დამხმარე რომ გყავს, ძალიან ბევრს ნიშნავს. ვინც ახლა გადის ამ ეტაპს, ვეტყვი, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მარტივი ხდება, საინტერესოც და სასიამოვნოც.
სამშობიაროდან რომ გამომწერეს, პირველივე დღიდან დავიწყე ზრუნვა, რომ ორივეს ერთნაირი რეჟიმი ჰქონოდა. როცა ოჯახში ორი პატარა გყავს, რეჟიმის გარეშე ურთულესი მგონია.

– სადმე წასვლა რომ გინდათ, ორი ბავშვის დატოვება საკმაოდ რთულია, არა?
- კი, რთულია, თან ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთს ერთი რამ უყვარს, მეორეს – მეორე. ორი ბავშვის დაძინებაც რთულია ერთი ადამიანისთვის. მე დედა ვარ, შედარებით მარტივად ვაძინებ, მაგრამ სხვისთვის ასე არ არის.
ამიტომ, რომ ვიცი, ჩემს შვილებს 9-ზე სძინავთ, თუ მეგობრების ნახვა მინდა, 10-ზე ვნახულობ. თუ საქმე მაქვს, შუადღის საათებში ვგეგმავ, რადგან ამ დროსაც სძინავთ. რა თქმა უნდა, სამსახურს არ ვთვლი, სამსახურს თავისი დრო აქვს.
– ახალი წელი ყველა ოჯახისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, მაგრამ როცა პატარები გყავს, კიდევ უფრო ჯადოსნურია. როგორია თქვენს ოჯახში ეს დღესასწაული წელს?
– ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ოქტომბრიდან უკვე დღეების ათვლას ვიწყებ, ვყიდულობ სათამაშოებს. ნაძვის ხეს ყოველ წელს სხვადასხვანაირად ვაწყობ. ამ პროცესების გამო დეკემბერი განსაკუთრებულად მიყვარს. შარშან ძალიან პატარები იყვნენ და ნაძვის ხე რომ ავაწყვეთ, ძალიან მალე, ქვედა ტოტებზე სათამაშოები გაქრა, მხოლოდ ზედა ნაწილში შემორჩა. ცოტა ხანი გაუძლო, რამდენიმე ფოტოს გადაღება მოვასწარით იმის დასტურად, რომ ნაძვის ხე გვქონდა.

წაიკითხეთ სრულად