ასტროლოგები ყოველ წელს საგულდაგულოდ გვაფრთხილებენ, როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რომ ის ჩვენთვის წარმატებულ და ბედნიერ წლად იქცეს. ამ რიტუალების განსაკუთრებული დეტალი სამოსია.
ახალი წლის საღამოსთვის ქალები მზადებას ხშირად რამდენიმე კვირით ადრე იწყებენ - კაბას, ვარცხნილობასა და სხვა დეტალებს საგულდაგულოდ არჩევენ. ქვემოთ სწორედ 10 გამორჩეულ კაბას გაგიზიარებთ:
ანუკი არეშიძე
მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვდა, სოციალურ ქსელში კადრები კი კახა კალაძემ გააზიარა, წარწერით - ""ბედნიერი 2026 - საუკეთესო სურვილები ჩვენგან".
ანუკი წელს წითელი ფერის სადღესასწაულო კაბა მოირგო და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.


თაკო ნაცვლიშვილი
მოდელი თაკო ნაცვლიშვილი 2026 წელს ოჯახთან ერთად შეხვდა. თაკომ ახალი წლის საღამო მშობლებთან და მეუღლესთან ერთად გაატარა. მან შავი კლასიკური კაბა მოირგო, რომელსაც მოცულობითი ხელები ჰქონდა.

ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილმა ისევე, როგორც სხვა ვარსკვლავებმა ახალი წლის საღამო ოჯახური გარემოში გაატარა. ნინი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მან შინდისფერი, კლასიკური, ბრჭყვიალა კაბა მოირგო და სოციალურ ქსელშიც გააზიარა ოჯახური ფოტოები. მომღერალმა უამრავი მოწონება დაიმსახურა.


ეკო ფანგანი
ტელეწამყვანმა ეკო ფანგანმა 31 დეკემბრის საღამო ტელეეკრანზე გაატარა. მან ახალი წელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენიდან მიულოცა მაყურებელს. ეკო არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მან 2026 წლის მთავარი ტრენდი ოქროსფერი კაბა მოირგო.


შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილმა ახალი წელს დუბაიში შეხვდა. ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მან შავი კლასიკური კაბა მოირგო.

ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ახალ წელს ოჯახურ გარემოში, შვილებთან ერთად შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს თითქმის აღარ აქვეყნებს, ივანიშვილმა ახალი წელი მეგობრებსა და გულშემატკივრებს ოჯახური კადრებით მიულოცა: "გილოცავთ ახალ წელს", - წერს ის და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს.
ნანუკამ საღამოს არჩევანი ყავისფერი გრძელ, ელეგანტურ კაბაზე შეაჩერა.

თაკო ჩხეიძე
მოდელმა თაკო ჩხეიძემ ისევე, როგორც ყველამ ახალი წელი ოჯახურ გარემოში აღნიშნა. მან სოციალურ ქსელში მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გააზიარა და უამრავი მოწონებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ თაკო როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მან არცევანი ნაცრისფერ, ბრჭყვიალა კაბაზე შეაჩერა.


ლელა წურწუმია
მომღერალმა ლელა წურწუმიამ 2026 წლის დადგომა ოჯახთან ერთად აღნიშნა, მან სოციალურ ქსელში მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებული ოჯახური ვიდეო გააზიარა, რომელმაც გულშემატკივრების სითბო დაიმსახურა.

კრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე 2026 წელს არაჩვეულებრივ ფორმაში შეხვდა, როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა. მან არჩევან შავ კლასიკურ გრძელ კაბაზე შეაჩერა, რომელსაც შავი ქუდი და შავი სათვალე შეუსაბამა.


ირინა ონაშვილი
ირინა ონაშვილმა არჩევანი შავ კლასიკურ კაბაზე შეაჩერა და არაჩვეულებრივადაც გამოიყურებოდა.
