"დათო პირველი ერთი თვე მირეკავდა, გეხვეწები, დაბრუნდიო..." - დათო ფორჩხიძის ქალიშვილის, ნანუკა ფორჩხიძის ფრანგული ცხოვრება და კარიერა - Marao

"დათო პირველი ერთი თვე მირეკავდა, გეხვეწები, დაბრუნდიო..." - დათო ფორჩხიძის ქალიშვილის, ნანუკა ფორჩხიძის ფრანგული ცხოვრება და კარიერა

2026-01-06 15:28:48+04:00

ნანუკა ფორჩხიძე საფრანგეთში მიღებული ერთწლიანი საინტერესო გამოცდილებისა და ბევრი სასიამოვნო აღმოჩენის შემდეგ საქართველოში საინტერესო გეგმებით დაბრუნდა, თუმცა, შემდეგი წლიდან სწავლისა და ცხოვრების გაგრძელებას კვლავ საფრანგეთში აპირებს.

porchkhidze

დათო ფორჩხიძის ქალიშვილის, ნანუკა ფორჩხიძის ფრანგული ცხოვრება და კარიერა

- ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში ვარ. საფრანგეთიდან ზაფხულში დავბრუნდი, აკადემიური წელი ავიღე და სექტემბრამდე საქართველოში ვიქნები. საფრანგეთში ძალიან მაგარი გამოცდილება მივიღე. ერთდროულად ორ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ყველანაირად ვეცადე, არსებული შესაძლებლობები გამომეყენებინა. დავდიოდი ჯაზ-კლუბებში, სტუდიებში, ბევრს ვმღეროდი... ძალიან შემიყვარდა იქაურობა, ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და უზომოდ კმაყოფილი ჩამოვედი. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ჩემი ქვეყანა ძალიან მომენატრა. 

– შენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა, მაგრამ ალბათ, მამამ ძალიან განიცადა?

– კი, დათო პირველი ერთი თვე მირეკავდა, გეხვეწები, დაბრუნდიო. მაჯერებდა, ძალიან ძნელია, ვერაფერს გააკეთებო. ელოდებოდა, როდის დავიწუწუნებდი, რომ ეთქვა, ადექი და წამოდიო. მერე თვითონ რომ ჩამოვიდა ჩემთან, წავიყვანე და უნივერსიტეტი დავათვალიერებინე, იმ ადგილებშიც მყავდა, სადაც ვმღეროდი და თვითონაც იმღერა და დაუკრა ჩემთან ერთად. ჩემი მეგობრებიც გაიცნო, სიტუაციაც ნახა და მერე თვითონაც ისე მოეწონა, მითხრა, კარგი, დარჩი, კარგ ადგილას ხარო.

– დაბრუნების შემდეგ საქართველოში რას შეხედე განსხვავებულად?

– ოჯახი ყველას გვიყვარს, მაგრამ ერთად ცხოვრების დროს ოჯახის წევრების მნიშვნელობას იმდენად ვერ აღვიქვამთ, როგორც მაშინ, როცა მათგან შორს ვართ. როცა საყვარელი ადამიანები ძალიან გენატრება, მაშინ მეტად აფასებ ამ ურთიერთობებს. ბევრ რამეზე დამაფიქრა, უფრო ყურადღებიანი გავხდი, მეტად ვაფასებ საყვარელ ადამიანებს, მეტად გამოვხატავ ჩემს სიყვარულს. იქ რომ მარტო აღმოვჩნდი, ძალიან ვაკვირდებოდი უმცირეს დეტალებს, თუნდაც იმას, ვის გავახსენდებოდი.

წაიკითხეთ სრულად