"ერთ დღეში არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული" - სალომე ღვინიაშვილი ტელევიზიიდან წამოსვლისა და განვლილი 8 წლის შესახებ - Marao

"ერთ დღეში არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული" - სალომე ღვინიაშვილი ტელევიზიიდან წამოსვლისა და განვლილი 8 წლის შესახებ

2026-01-07 13:14:46+04:00

სალომე ღვინიაშვილი caveaplus-ზე გიორგი იაშვილის პოდკასტის სტუმარი იყო,  სადაც ტელევიზიიდან წამოსვლაზე ისაუბრა.

"ერთ დღეში არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი და დიდი ხანია, მინდოდა წამოსვლა, თუმცა იყო რაღაც ფაქტორები, რამაც განაპირობა, რომ ვერ მოვდიოდი. იყვნენ ადამიანები, რომლებთან ერთადაც გავატარე 8 წელი და, ამ  მხრივ, რთული იყო. 

საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება და ძალიან მიხარია, რომ წამოვედი, რადგან ყველაფერს აქვს თავისი დრო. ტელევიზიაში მუშაობა ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ბევრი საინტერესო გადაცემაც გავაკეთეთ, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული", - ამბობს სალომე ღვინიაშვილი.

წამყვანის შეკითხვას ენატრება თუ არა ტელევიზია, სალომემ უარით უპასუხა. 

  • სალომე ღვიანიშვილის გრანდიოზული დაბადების დღე: ცნობილი სტუმრები, წვეულება და კადრები საღამოდან

gviniashvili

სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილი 1984 წლის 18 მაისს, თბილისში დაიბადა. მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია...

სალომეს დედა, ნინო გამყრელიძე, უცხო ენების სპეციალისტია. მამა - დათო ღვინიაშვილი, პროფესიით მხატვარი.

სამოდელო კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და ამ პერიოდში გაიცნო პირველი მეუღლე, ტატო აბულაძე, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.

"მე და სალომე აბსოლუტურად არ ვგავართ ერთმანეთს. სალომე უფრო ყოჩაღია, ვიდრე მე. ოპტიმისტია, მიზანდასახული, ზუსტად იცის რა უნდა. ჩემგან თავშეკავების უნარი მიიღო მემკვიდრეობით. როცა საჭიროა თავშეკავებულია. არ არის კონფლიქტური. საოცრად ყურადღებიანი და კარგი შვილია, მართლა. ზედმეტი ფერება არ იცის, არც სალომემ და არც მე. ისე ვგრძნობ მის სიყვარულს... ჩემზე უფრო მკაცრი დედაა, მე უფრო რბილი ვიყავი შვილებთან. განსაკუთრებით უფროსთანაა მკაცრი - ვაჟთან..." - ამბობდა სალომეს დედა, ნინო გამყრელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში. 

  • სალომე ღვინიაშვილის დახვეწილი სტილი: მოდელი კრემისფერ კაბაში იდეალურად გამოიყურება 

დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ.

სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს..

"ზურა მარ­თლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მაა და ალ­ბათ, ბევ­რად უკე­თე­სი მშო­ბე­ლი, ვიდ­რე მე. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­ი­მე მი­ზე­ზით ყუ­რა­დღე­ბა მო­აკ­ლოს შვი­ლებს ან რა­ი­მე გა­მორ­ჩეს მათი ცხოვ­რე­ბი­დან. ბავ­შვებ­საც მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მა­მას­თან.“ - ამ­ბობ­და ჟურ­ნალ Ok-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი. 

ხიზანიშვილმა თავისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“ გადავიდა. იყო ინგლისური კლუბ „ბლექბერნ როვერსის“, „ნიუკასლ იუნაიტედსა“ და „რედინგის“ წევრი. თურქულ „ქაისერისფორში“ თამაშის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და კარიერა ჯერ თბილისის „დინამოში“ და შემდეგ „სამტრედიაში“ განაგრძო, საიდანაც ბაქოს „ინტერში“ გადაბარგდა, სადაც 2017 წელს დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა.