ილია თოფურია სასამართლოს დარბაზს ღიმილით ტოვებს – რა მოხდა სასამართლოში - Marao

ილია თოფურია სასამართლო დარბაზს ღიმილით ტოვებს – რა მოხდა სასამართლოში

2026-01-08 10:09:36+04:00

7 იანვარს ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკუტეგიას შორის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის მიზეზი ჯორჯინას მოთხოვნა გახდა. მას სურდა, ქალიშვილთან ერთად ესპანეთიდან მაიამიში გადასულიყო, სადაც ილიასთან ქორწინებამდე ცხოვრობდა. თუმცა სასამართლომ ილია თოფურიას პოზიცია გაიზიარა და ჯორჯინას თხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჯორჯინა უზკუტეგიამ მედიისთვის კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა დარბაზი. განსხვავებული განწყობა ჰქონდა ილია თოფურიას. მან სასამართლო ღიმილით დატოვა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

"ძალიან მალე, ისევ ვნახავ ჩემს ქალიშვილს, ამიტომ სტრესულ მდგომარეობაში საერთოდ არ ვარ. ძალიან მშვიდად ვარ.ჩემი პრიორიტეტი ჩემი შვილები და ოჯახია." - განაცხადა ილიამ.

  • "ილია კარ­გად ფა­რავს თა­ვის კვალს" - ესპანელი ჟურნალისტის მოულოდნელი განცხადება ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის შესახებ 

ილია თოფურიას ხმაურიანი განქორწინება

ცოტა ხნის წინ UFC-ის ორი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ განცხადება გაავრცელა. ილია მის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ილია და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, გან­შო­რე­ბას თან ახ­ლავს სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვს, მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქო­ნებ­რი­ვი დავა სე­რი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბი­საა.

ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაწყვიტონ. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით შემეწყვიტა ჩემი ტიტულის დაცვა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსუბუქად მივიღე. თუმცა, როდესაც წარმოიქმნება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად მთლიანობას, შენს ოჯახსა და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც უნდა იმოქმედო. ბოლო თვეების განმავლობაში, მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

  • ვინ არის ალექსანდრე თოფურიას მეუღლე? ილია თოფურიას ძმა პირველი შვილის მამა გახდა 

ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ფრთხილად იყო შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაციები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომასალა. ეს მტკიცებულებები წარედგინა შესაბამის სასამართლო ორგანოებს, რათა აღძრულიყო სამართლებრივი ქმედებები გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების უკანონო მითვისების და მრავალჯერადი მუქარის ბრალდებით.

დუმილის შესახებ ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად მივიღე, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, მივხვდი, რომ ამ ვითარებაში დუმილი სიმართლეს არ იცავს - ის ცრუ ნარატივებს საშუალებას აძლევს, გაბატონდეს.

ბევრ ადამიანს მსგავსი სიტუაცია შეექმნა და სასამართლო სისტემამ არაერთხელ დააზუსტა ფაქტები. დღეს მე არა მხოლოდ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავისთვის ვდგავარ წინ, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ უნდა იყოს იძულებული, დაემორჩილოს დაშინებას, მანიპულირებას ან შიშს. მათ, ვინც მიცნობს, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე სახის ძალადობაში და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და პატიოსნებით იყო განპირობებული.

მე სრული ნდობა მაქვს სასამართლო პროცესის მიმართ და საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას, ფაქტები მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს. ჩემი შვილებისა და მიმდინარე სასამართლო პროცესების პატივისცემის გამო, აღარ გავაკეთებ შემდგომ საჯარო განცხადებებს.

პატივისცემით,

გთხოვთ, თავი აარიდოთ სპეკულაციებს და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებას ამ მგრძნობიარე დროს. სიმართლეს არ სჭირდება ხმამაღალი არგუმენტები - მას ფაქტები სჭირდება", - დაწერა ილია თოფურიამ საკუთარ გვერდზე.