ზუსტად ამ დღეს 6 წლის წინ მე და ანასტასიამ ერთად ვიცეკვეთ ამ პროექტში, მხრებზე მეჯდა დღეს უკვე დიდი გოგოა" - ქეთი ხატიაშვილის უფროსი შვილი ანასტასია ვადაჭკორია "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე - Marao

"ზუსტად ამ დღეს, 6 წლის წინ, მე და ანასტასიამ ერთად ვიცეკვეთ ამ პროექტში, დღეს უკვე დიდი გოგოა..." - ქეთი ხატიაშვილის უფროსი შვილი ანასტასია ვადაჭკორია "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე

2026-01-09 12:07:34+04:00

ქეთი ხატიაშვილის უფროსი შვილი ანასტასია ვადაჭკორია მოცეკვავეა. ის დღეს პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეა, რასაც ქეთი ხხატიაშვილი ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

"ჩემი ოცნების პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დღეს ანასტასიას ცეკვით დაიწყო და მეც მადლობით მინდა დავიწყო. ამ შანსისთვის მადლობა! ანასტასიამ საკუთარი თავი ცეკვებში იპოვა და დღეს ძალიან ბედნიერი იყო სცენაზე, მე კიდევ - ყველაზე ბედნიერი და ამაყი მაყურებელი!

შობას გილოცავთ ყველას. ზუსტად ამ დღეს, 6 წლის წინ მე და ანასტასიამ ერთად ვიცეკვეთ ამ პროექტში, მხრებზე მეჯდა, დღეს უკვე დიდი გოგოა, ჩემი ცეკვების კაბა ეცვა და ჩემი საყურე ეკეთა. გჯეროდეთ ოცნებების და არასდროს დანებდეთ", - წერს ქეთი ხატიაშვილი.

 

ქეთი ხატიაშვილის ოჯახი და კარიერა  

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა მეორე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ. პატარას მარია დაარქვეს.

პატარა მარია ქეთისთვისაც და დავითისთვისაც მესამე შვილია - მათ პირველი ქორწინებებიდან შვილები, ქეთის გოგონა, დავითს კი ვაჟი ჰყავს. 

ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.

მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა. 

ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც მალე 13 წლის გახდება და დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა. 

"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.

მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.