მსახიობი რუსკა მაყაშვილი საშა კაცმანის პოდკასტის სტუმარი იყო. მსახიობმა გაიხსენა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლიპის გადაღების ისტორია, თუ როგორ იქცა ის ფიფქიად.
"პერიოდი იყო, კასტინგებზე დავდიოდი და ყველგან მიწუნებდნენ გარეგნობის გამო. რაღაც სტანდარტებში არ ვჯდებოდი, გრძელცხვირა გოგო მივედი სანტა კლაუსისა და ფიფქიას რეკლამის კასტინგზე. რა თქმა უნდა, ყველა სიმღერა ზეპირად ვიცოდი. სანტას როლზე ირაკლი ჭირაქაძეს მოსინჯვა უნდოდათ. მაშინ ირაკლის არ ვიცნობდი. ირაკლი მოვიდა კასტინგზე, ერთ წამში გავაკეთეთ ის ყველაფერი, რაც უნდოდათ. დამთავრდა კასტინგი, წავედი და ვფიქრობდი, ფიფქიას როლზე ვინ ამიყვანს-მეთქი, მაგრამ 15 წუთში დამირეკეს და მითხრეს - აგიყვანეთ შენ და ირაკლიო" - ამბობს რუსკა საშა კაცმანის პოდკასტში.

რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.
ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს.
"ძალიან დიდი ხანი იყო ეს ყველაფერი. ბევრი წლის ფიქრი ბევრი წლის აწონ-დაწონა. არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა. ძალიან მიჭირს ცვლილებები. რა ჩანგლითაც ვჭამდი ბავშვობაში, იმ ჩანგლით ვჭამ ახლაც. ცვლილებების მეშინია. რომ გავთხოვდი და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, ძალიან დიდხანს ისევ ჩემს ოჯახში, ჩემს დანგრეულ სახლში მივდიოდი და იქ ვიჯექი. მიუხედავად იმისა რომ დიდი ვარ და ორი შვილი მყავს მიჭირს მაინც.

დაშორება რთულია. თანაცხოვრების პროცესში არ მიმდინარეობდა დაშორება. უბრალოდ ამაზე ფიქრი მიდიოდა. ეს არის ურთულესი მძიმე პერიოდი, ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდები. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ. რთულია, ორი შვილი რომ გყავს... ეს ისეთი თემაა, ძალიან მტკივნეული. 8 თვე გავიდა და ახლაც გამკლავების პროცესში ვარ" - თქვა რუსკა მაყაშვილმა.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ორსულობაზე და დედობაზე "აჭარის ტელევიზიასთან" ისაუბრა.
"პირველი შვილი რომ გავაჩინე, მივხვდი, რა არის თურმე მნიშვნელოვანი. აქამდე რაც იყო და რაც მანერვიულებდა, თურმე, არაფერს აზრი არ ქონია. ჩემს შემთხვევაში ასეა, არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს. პირადად ჩემი ცხოვრება დაიწყო ილიას შემდეგ. ჯერ ეს ერთი, გმირი მეგონა ჩემი თავი, ვის არ გაუჩენია შვილი, ხალხი 10,15 და 20 შვილს აჩენს, ხომ არსებობს მრავალშვილიანი დედები და მე ერთი შვილი რომ გავაჩინე, შოკში ვიყავი, თავი მეგონა გმირი.
ერთი კვირა მატრიგერებდა, ღმერთო, ეს რა ვქენი და დღემდე ვამბობ, მაგრამ არავის არ სჯერა, ვგიჟდები მშობიარობაზე. შემიძლია დღეში 13-ჯერ ვიმშობიარო. ეს ჩემთვის იმდენად სასიამოვნო ტრიგერია, ყველანაირი სიამოვნება რომ შეკრიბო შენს ცხოვრებაში, ეს შვილის გაჩენაა. თავი მგონია ყოვლისშემძლე ქალი და ყველა ეგრეა, მერე აუფასურებენ, მაგრამ, რეალურად, ისეთ რაღაცას ჩადიხარ, მართლა გმირი ხარ", - ამბობს რუსკა მაყაშვილი.