მისი დიდი გულშემატკივარია - ნიშნობის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა ტურნირისთვის ერთად ემზადებიან - Marao

მისი დიდი გულშემატკივარია - ნიშნობის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა ტურნირისთვის ერთად ემზადებიან

2026-01-09 14:10:56+04:00

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენე ცოტა ხნის წინ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ნიკოლოზმა რჩეულს ხელი გერმანიაში სთხოვა. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის შემდეგ წყვილი პროფესიას დაუბრუნდა და ახლა ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობისთვის ემზადება. 

2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობა (Australian Open) 12 იანვარს იწყება და 1 თებერვალს დასრულდება. ტურნირი ტრადიციულად მელბურნში, „მელბურნ პარკის“ კორტებზე გაიმართება.

ნიკოლოზის გვერდითაა მისი საცოლე, კარლოტა ელენაც, რომელიც მას ფიზიკურ მომზადებაში ეხმარება. 

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა დაქორწინდნენ: ვარსკვლავური წყვილის ფოტოები

ამ მომენტისთვის ბასილაშვილი ტურნირის ძირითად ბადეში პირდაპირ ვერ მოხვდა თავისი რეიტინგის გამო. შესაბამისად, მას მოუწევს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა, რომელიც 12 იანვარს იწყება. ძირითად ბადეში მოსახვედრად ნიკოლოზმა ზედიზედ 3 გამარჯვება უნდა მოიპოვოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

  • ნიკოლოზ ბასილაშვილისა და კარლოტა ელენას ახალი წლის არდადეგები: ცნობილი წყვილის რომანტიკული კადრები უქმეებიდან 

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც.