"დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ცხოვრების სიყვარულო"' - ბედნიერი ოჯახი, სამოდელო კარიერა და ცხოვრება კამერებს მიღმა: ნიცა თავაძე იუბილარია - Marao

"დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ცხოვრების სიყვარულო"' - ბედნიერი ოჯახი, სამოდელო კარიერა და ცხოვრება კამერებს მიღმა: ნიცა თავაძე იუბილარია

2026-01-12 10:11:04+04:00

ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე იუბილარია. ის 21 წლის გახდა. მას მეუღლემ დაბადების დღე ემოციური პოსტით მიულოცა და ნიცას და დამიანეს უსაყვარლესი ფოტო გააზიარა.

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ცხოვრების სიყვარულო" - წერს ხვიჩა.

  • "არც მოდელია, არც მსახიობი, ნიცა პროფესიით ექიმია" - რას წერს უცხოური გავლენიანი გამოცემა ნიცა თავაძის შესახებ 

ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი 

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

  • როგორ იცვლებოდა ნიცა თავაძე წლების მანძილზე: ქართველი ვარსკვლავის უმშვენიერესი ცოლი და მისი ამბავი კამერებს მიღმა 

  • "ვერავინ შეამჩნია, რომ მან ცოლის მიერ დადგენილი სამი წესი უნდა დაიცვას" - რა ვიდეოს აქვეყნებს Russell Fearless-ი ნიცა თავაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ 

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.