ნაცვლიშვილების ოჯახი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და გამორჩეულად საყვარელია. ვატო ნაცვლიშვილმა და ნინო ცქიტიშვილმა ოთხი არაჩვეულებრივი შვილი აღზარდეს, რომლებმაც წლების განმავლობაში ქართველი გულშემატკივრების დიდი სიყვარული და სიმპათია დაიმსახურეს.
ოჯახი ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ცოტა ხნის წინ ანა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში ბავშვობის თბილი მოგონებები გააზიარა:



ნინო ცქიტიშვილი
ცნობილი მოდელი ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
უფროსს ქალიშვილს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს.
ვატო ნაცვლიშვილი
ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. ის 1990-1993 წლებში კლუბ "მართვეში" თამაშობდა. 1995-1996 წლებში ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” კლუბში თამაშობდა. 1998 წელს თურქეთის “კარშიაკა" კალათბურთელი იყო. 2003 წლიდან საფრანგეთის “დიჟონში" ირიცხებოდა. ვატო 1994-2007 წლებშ საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.
2004 წელს გახდა ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი. 2004 წელს საფრანგეთის თასის და სუპერთასის მფლობელი. 2002-2003 წელს გახდა პორტუგალიის ჩემპიონატის პრიზიორი. 1997, 1998 და 2001 წლებში ვატო გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი.