ერთ დროს ქალების გულთამპყრობელი, საპყრობილეში მოხვდა: ჯან იამანის პირველი განცხადება დიდი სკანდალის შემდეგ - Marao

ერთ დროს ქალების გულთამპყრობელი, საპყრობილეში მოხვდა: ჯან იამანის პირველი განცხადება დიდი სკანდალის შემდეგ

2026-01-12 17:11:49+04:00

თურქი მსახიობი და მოდელი ჯან იამანი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ იტალიასა და ევროპის სხვა უამრავ ქვეყანაში, დააკავეს. 

პოლიციამ ღამის სპეცოპერაცია ჩაატარა სტამბოლის რამდენიმე კლუბსა და სასტუმროში, რაც მიზნად ნარკოდანაშაულის გამოვლენას ისახავდა. ათეულობით პირი, მათ შორის მსახიობები, ტელეწამყვანები და სხვა ცნობილი პირები დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით. ამ ჯგუფში აღმოჩნდა ჯან იამანიც. გამოძიება ეხება ნარკოტიკების ფლობას პირადი მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების ხელშეწყობას და შესაძლო კავშირს პროსტიტუციასთან. პროკურატურის განცხადებით, ეს არის დიდი მასშტაბის გამოძიება, რომელიც რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს და მრავალ ცნობილ ფიგურას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, იამანი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

რა ამბობს თავად იამანი?

ჯან იამანი საკუთარი ინსტრაგრამ-პოსტით გამოეხმაურა ამბავს და უარყო ბრალდებები, ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს და საზოგადოებას, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ და დასძინა, რომ მან ქვეყანა დატოვა და იტალიაში იმყოფება. 

  • 10 თურქი ქალი, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს 

ჯან იამანის ცხოვრება

ჯან იამანი 1989 წლის 8 ნოემბერს სტამბოლში დაიბადა. იგი ალბანური წარმოშობის ოჯახში გაიზარდა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დისციპლინითა და აკადემიური ინტერესებით. იამანმა დაამთავრა პრესტიჟული იტალიური ლიცეუმი სტამბოლში, შემდეგ კი სწავლა ედითეფეს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა და წარმატებით დაამთავრა.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლებით იურისტია და გარკვეული დრო იურიდიულ სფეროშიც მუშაობდა, საბოლოოდ მისი არჩევანი მსახიობობაზე შეჩერდა.

კარიერა და საერთაშორისო წარმატება

ჯან იამანის კარიერა ტელესერიალებით დაიწყო, თუმცა ნამდვილი პოპულარობა მას მოუტანა რომანტიკულმა და კომედიურმა პროექტებმა. განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა სერიალებს:

„Dolunay“, „Erkenci Kuş“, „Bay Yanlış“ - ამ როლებმა იგი არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ევროპის არაერთ ქვეყანაში ვარსკვლავად აქცია. ბოლო წლებში ჯან იამანი აქტიურად მუშაობს იტალიურ სატელევიზიო პროექტებში, მათ შორის სერიალებში, რომლებმაც მას ახალი აუდიტორია და საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მსახიობმა გარკვეული პერიოდი იტალიაში საცხოვრებლადაც გადაინაცვლა და კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო.

ოჯახი და პირადი ცხოვრება

ჯან იამანი პირად ცხოვრებას მედიისგან მაქსიმალურად იცავს. ცნობილია, რომ მისი მშობლები დაშორებულები არიან, თუმცა მსახიობი მათთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. მას ხშირად უსვამენ კითხვებს რომანტიკულ ურთიერთობებზე, თუმცა იამანი იშვიათად აკეთებს კომენტარს და ამჯობინებს ყურადღება კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე გაამახვილოს.