მარიამ ვაშაძე მეორე შვილის დედა გახდა: რა დაარქვეს პატარას? - Marao

მარიამ ვაშაძე მეორე შვილის დედა გახდა: რა დაარქვეს პატარას?

2026-01-13 12:46:51+04:00

ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე მეორედ გახდა დედა. მისი ვაჟი 10 იანვარს დაიბადა და დავითი დაარქვეს. მარიამის მეუღლე ვანო ბენიძეა. წყვილს უკვე ჰყავს პირველი შვილი - გოგონა, სახელად ვივიენი.  

  • წყვილები ჩვენ გარშემო ერთგული და ნამდვილი სიყვარულით 

მარიამ ვაშაძე

მარიამის მეუღლე ვანო ბენიძეა - ვანიკო ბენიძის მამა ბიზნესმენი დავით ბენიძეა. ვანიკო საზოგადოების დიდი ინტერესის ქვეშ, მისი დის ანი ბენიძის გათხოვების შემდეგ მოექცა. მისი და, კუდ-ის მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას მეუღლეა.

წყვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და ორი შვილის მშობლები არიან. მარიამს ოჯახურ ცხოვრებასა და დედობაზე არაერთ ინტერვიუში უსაუბრია.  მარიამსა და ვანოს ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ, თავბრუდამხვევ ფოტოებს აქვეყნებდნენ მალდივებიდან, სადაც თაფლობის თვე გაატარეს.

როგორც მარიამი იხსენებდა, ერთმანეთი საერთო მეგობრებმა გააცნეს. ვანო საქართველოსი არ იმყოფებოდა, უცხოეთში სწავლობდა, ამიტომ ერთმანეთს ონლაინ ეკონტაქტებოდნენ. შემდეგ, მეგობრები ზაფხულში ერთად შეიკრიბნენ, სადაც ვანოც იმყოფებოდა - სწორედ აქედან დაიწყო მათი რომანტიკული ურთიერთობა.

"გა­მი­მარ­თლა, რომ ასე­თი მე­უღ­ლე მყავს. ვა­ნი­კო მა­ნე­ბივ­რებს და ყვე­ლა­ფერ­ში მი­წყობს ხელს, არც სი­ურპრი­ზებს მაკ­ლებს. მის გვერ­დით ყო­ვე­ლი დილა ბედ­ნი­ე­რად თენ­დე­ბა. ზო­გა­დად, დღის ეთე­რებ­ზე ვარ, თუმ­ცა გვი­ა­ნო­ბამ­დე მი­წევს ხოლ­მე სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რთუ­ლია, სახ­ლში დაღ­ლი­ლი რომ მივ­დი­ვარ, მაგ­რამ ჩემი მეუღლეც და­კა­ვე­ბუ­ლია და ფაქ­ტობ­რი­ვად, ამით ვა­ბა­ლან­სებ სახ­ლში არ­ყოფ­ნას" - ამბობდა მარიამი. 

ხში­რად მა­ხა­რებს სა­ჩუქ­რე­ბით, არ და­მა­ვი­წყდე­ბა ის დღე, როცა ხელი მთხო­ვა. ეს შარ­შან, 14 თე­ბერ­ვალს, სიყ­ვა­რუ­ლის დღეს მოხ­და. იცის, რომ არ მიყ­ვარს სა­ხალ­ხოდ ხე­ლის თხოვ­ნე­ბი, თუმ­ცა სხვას რომ ვუ­ყუ­რებ, მომ­წონს. მოკ­ლედ, არ ვე­ლო­დე­ბო­დი ხე­ლის თხოვ­ნას, უბ­რა­ლოდ, სა­ღა­მოს გა­მო­მი­ა­რა და ჩა­ი­ზე დამ­პა­ტი­ჟა ერთ-ერთ მშვიდ კა­ფე­ში. მო­მა­წო­და თა­ი­გუ­ლი, რო­მელ­ზეც ბა­რა­თი იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი და რომ გავ­ხსე­ნი ეწე­რა: "გა­მომ­ყვე­ბი ცო­ლად?" და ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დიც მომ­ცა. ასე რომ 14 თე­ბერ­ვა­ლი ის დღეა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, ის მხო­ლოდ ვა­ლენ­ტი­ნო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის დღე არ არის, ვა­ნი­კომ მას ჩვენ­თვის სხვა დატ­ვირ­თვა მის­ცა."