"მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მე მსურდა..." - ნიკოლოზ ბასილაშილი წერილს აქვეყნებს - Marao

"მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მე მსურდა..." - ნიკოლოზ ბასილაშილი წერილს აქვეყნებს

2026-01-13 15:32:56+04:00

2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობის (Australian Open) საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დაიწყო. საკვალიფიკაციო მატჩები ორშაბათს, 12 იანვარს დაიწყო და 15 იანვრამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ჩოგბურთელები ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვიან, სადაც მხოლოდ 16-16 საუკეთესო კაცი და ქალი გადაინაცვლებს.

  • 12-15 იანვარი: საკვალიფიკაციო ეტაპი;
  • 15 იანვარი: ძირითადი ბადის კენჭისყრა;
  • 18 იანვარი: ტურნირის ძირითადი ეტაპის საზეიმო გახსნა;
  • 1 თებერვალი: ვაჟთა ფინალი.

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის ძირითად ბადეში პირდაპირ ვერ მოხვდა თავისი რეიტინგის გამო. შესაბამისად, მას საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწია. ძირითად ბადეში მოსახვედრად ნიკოლოზს ზედიზედ 3 გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე საკვალიფიკაციო მატჩი დათმო და ტურნირს გამოეთიშა. მისი მეტოქე იყო 21 წლის პერუელი ჩოგბურთელი გონსალო ბუენო. მატჩი ორ სეტში დასრულდა ბუენოს სასარგებლოდ: 1:6, 6:7 (5:7).

ამ მარცხის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა: "მოგესალმებით ყველას. მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მე მსურდა. სამწუხაროდ, ავად გავხდი და ვერ შევძელი ჩემი შესაძლებლობების 100%-ით გამოვლენა, რაც განსაკუთრებით რთულია ავსტრალიაში ასეთი გრძელი მგზავრობის შემდეგ. ახლა რეაბილიტაციას გავდივარ და ველოდები მონპელიესა და როტერდამის ტურნირებს“, - დაწერა მან.

basilashvili

მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში მის გვერდით არის მისი საცოლე, გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენა. კარლოტა ნიკოლოზ ბასილაშვილის მენეჯერიცაა და მის კარიერაში აქტიურადაა ჩართული - ის ქართველ ჩოგბურთელს თან ახლდა ავსტრალიაშიც. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

  • ქალი წარმოუდგენელი ნიჭითა და ძალით - 27 წლის დაუმარცხებელი არინა საბალენკას ამბავი

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენე ცოტა ხნის წინ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ნიკოლოზმა რჩეულს ხელი გერმანიაში სთხოვა.