"ძალიან უყვარდა ელდარი, განქორწინების შემდეგ გვარი შეინარჩუნა..." - უცნობი მოგონებები "იდუმალი მარგალიტის", არიადნა შენგელაიას შესახებ - Marao

"ძალიან უყვარდა ელდარი, განქორწინების შემდეგ გვარი შეინარჩუნა..." - უცნობი მოგონებები "იდუმალი მარგალიტის", არიადნა შენგელაიას შესახებ

2026-01-18 12:02:49+04:00

ქართული კინოს „უკვადავი მარგალიტას“, განსაკუთრებული ნიჭითა და გარეგნობით დაჯილდოებული არიადნა შენგელაიას შესახებ ალბათ ბევრი ამბავი წაგიკითხავთ - მის შესახებ ხშირად საუბრობენ კოლეგები და მეგობრები, თავად კი ინტერვიუებზე არასდროს თანმხდება. ერთ დროს ნამდვილ ვარსკვლავდ აღიარებული მსახიობი, ქართული კინოს „იდუმალ მარგალიტად“ იქცა. 

არიდნა შენგელაიას 13 იანვარს 89 წელი შეუსრულდა. 

ariadna_sgengelaia

არიადნა შენგელაია 1937 წელს ტაშკენტში დაიბადა. გერმანული წარმომავლობის გამო მამამისი დაიჭირეს და გადაასახლეს. ოჯახთან დაბრუნება მან მხოლოდ 1955 წელს შეძლო. 

არიადნამ დაწყებითი და უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო. სტუდენტობის პერიოდში გაიცნო ელდარ შენგელაია, რომელთან ერთადაც 20 წელი იცხოვრა. წყვილს ორი შვილი, ნატო და ეკატერინე შეეძინა. სწორედ მეუღლის გვარით გაიცნო არიადნა ქართველმა მაყურებელმა. 

ჯერ კიდევ კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას ითამაშა ფილმებში: „ევგენი ონეგინი“ და „ეჟენი გრანდე“. 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანი წლების დასაწყისში იყო საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. 

„მაშინ უკვე მესამე კურსზე ვსწავლობდი. შესვენებაზე როცა გამოვედი შემთხვევით ძალიან ლამაზი გოგონა შემეჯახა. არ ვიცნობი. რომ შევხედე, როგორც ამბობენ, ერთი ნახვით შემიყვარდა“ - ამბობდა ელდარ შენგელაია პირველ მეუღლეზე. 

ariadna_shengelaia

იმედა კახიანი

არიადნასა და ელდარ შენგელაიას პირველი ერთობლივი ფილმი „თეთრი ქარავანი“ იყო. ეს ქართულ კინოში შესრულებული მისი პირველი როლი იყო. ფილმში არიადნას პარტნიორობას იმედა კახიანი უწევდა.

„მე და არიადნა „თეთრ ქარავანში“ 21 წლისები ვართ. რუსი მეთევზე მარიასთვის მსახიობის ძებნა რეჟისორებმა რუსეთში დაიწყეს. რომ ვერ იპოვეს, მერე მიხვდა ელდარი, რომ თურმე კარგი მარია სახლში ჰყავდა. სად ეძებდა, არ ვიცი. არიადნამ კინოში მუშაობა უკვე კარგად იცოდა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გამოცდილი პარტნიორი მყავდა.

არიადნა ბუნებით ძალიან კეთილშობილი, სუფთა და მართალი ადამიანია. ეს მის თვალებშიც ჩანს და ნამუშევრებშიც. ძალიან მეგობრულია და დახმარების გაწევა იცის. გვერდით დაგიდგება, გირჩევს. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილია. ჩვენ ვმეგობრობთ. ძალიან უყვარდა ელდარი, გვარი შეინარჩუნა. მისი გვარი შპრინკია. უყვარს საქართველო და ქართველები“, - იხსენებდა იმედა კახიანი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ariadna_shengelaia

ქართველ მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს ელდარ შენგელაიას ფილმი „შერეკილები“ და მისი ყველაზე მშვენიერი პერსონაჟი - მარგალიტა, რომლის როლსაც სწორედ არიადნა შენგელაია ასრულებს.

დავით ჟღენტი

„შერეკილებში“ გადაღებამდე არიადნა შენგელაიას უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობად მიიჩნეოდა, თუმცა ქართულ კინემატოგრაფიაში ყოველთვის „მარგალიტად“ რჩება. 

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ფილმში მარგალიტას ხმა არიადნას არ ეკუთვნის. მას რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლეილა ძიგრაშვილი ახმოვანებს. 

ariadna_shengelaia

„პორფირეს ხატზე დაფიცების ეპიზოდის გადაღებისას ძალიან ვიძაბებოდი. აბა, როგორია, რეჟისორი გვერდით გიდგას, შენ კი მის მეუღლეს უნდა აკოცო! ელდარი მეხვეწებოდა: აკოცე, კაცო, ნუ გერიდებაო, მე კი ძალიან ვუხერხულობდი. 3-4 დუბლის გადაღება დაგვჭირდა... არიადნა არაჩვეულებრივი ადამიანია. ქართულად ლაპარაკი უჭირდა, თორემ ყველაფერი ესმოდა”, - იხსენებდა დავით ჟღენტი. 

2020 წლის 13 იანვარს, არიადნა შენგელაიას დაბედების დღეზე, „რუსთაველის თეატრის“ წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. 

ariadna_shengelaia