გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ" - Marao

გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"

2026-01-16 17:56:48+04:00

რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ" - ეს“ბიბლუსის“ ლიტერატურული კონკურსია, რომლის გამარჯვებულიც ვალენტინობას, 14 თებერვალს გამოვლინდება.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილისიყვარულის ისტორიის გაგრძელება საკუთარიხედვით შექმნათ. რა მოხდებოდა, რომეოსა დაჯულიეტას ის ფატალური გადაწყვეტილება რომ არმიეღოთ? როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება ოციწლის შემდეგ - სხვა ეპოქაში, სხვა ქალაქში, სხვარეალობაში? თუ ამ კითხვებზე ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, მაშინ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღოთ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა. საკონკურსო ნამუშევარი კი მაქსიმუმ 3000 სიტყვა უნდა იყოს.მონაწილეები არ არიან შეზღუდულები ტექსტის შინაარსში. ჟანრი, ადგილმდებარეობა, გარემოება და სხვა დეტალები შეუძლიათ სურვილისამებრ შეცვალონ.

თქვენ მიერ შექმნილი ისტორია 5 თებერვალმდე უნდა გაგზავნოთ ელფოსტაზე marketing@biblusi.ge. მიღებულ ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტურიჟიური, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ტექსტისორიგინალურობაზე, კრეატიულობაზე, ხარისხსა დაემოციურ გავლენაზე. გამარჯვებულის ვინაობა კი 14 თებერვალს გახდება ცნობილი.

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს „ბიბლუსის“ 1 000-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს, მისი ნამუშევარი კი დაიბეჭდება. დამატებით სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით გამოვლინდება კიდევ რამდენიმე რჩეული ისტორია, რომლის ავტორებიც სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.

წესებისა და პირობების დეტალურად გასაცნობადეწვიეთ ბმულს.

 

R