"ამას აღნიშნავს მთელი საქართველო, რომ შორენა დამემსგავსა მე!" - მსახიობი ნატა გულიაშვილი შორენა ბეგაშვილის შესახებ - Marao

"ამას აღნიშნავს მთელი საქართველო, რომ შორენა დამემსგავსა მე!" - მსახიობი ნატა გულიაშვილი შორენა ბეგაშვილის შესახებ

2026-01-18 10:37:11+04:00

ცოტა ხნის წინ ქართულ Youtube-ზე გამოჩნდა ახალი პოდკასტი, სახელწოდებით "სარკასტიკა". პოდკასტს ორი წამყვანი ჰყავს, მისი კონცეფციაა, იუმორითა და სარკაზმით გადმოცემული აქტუალური ამბები, სტუმრები კი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან - მაგალითად, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, მომღერალი ნათია დუმბაძე, პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ უკანასკნელმა მიიპყრო, როცა ბოლო ეპიზოდში, წამყვანებმა სტუმარს ფოტოებზე  ცნობილი ქართველების პლასტიკური ჩარევების ამოცნობა და მათი შეფასება სთხოვეს. 

  • „გაიგეთ, რომ დედაჩემის შეურაცხყოფას არავის გავუტარებ. იმ ადამიანს იმდენი ცუდი რამ აქვს უკვე ნათქვამი...“ - ევა ბარბაქაძე ნატა გულიაშვილის განცხადებას ეხმაურება

ფოტოებზე მსახიობი ნატა გულიაშვილი და შორენა ბეგაშვილიც აღმოჩნდნენ. წამყვანები და სტუმარი კიდევ ერთხელ შეეხნენ მათ შორის არსებული ფიზიკური მსგავსების საკითხს, რაც წლების წინ დიდი განხილვის საგნად იქცა. კერძოდ, გიორგი გასვიანის გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" სტუმრობისას, ნატა გულიაშვილმა არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მასა და შორენა ბეგაშვილს შორის წარმოქმნილმა კონფლიქტმა მიიქცია.

წამყვანის კითხვას, ჰბაძავს თუ არა შორენა ბეგაშვილი მას, ნატა გულიაშვილმა დადებითი პასუხი გასცა და გაიხსენა პერიოდი, როცა ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ: „მე და შორენა დიდი ხანია, რაც ვმეგობრობთ. ოთხი წლის განმავლობაში ვიყავით მეზობლები და ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ამ პერიოდში იყო პირველი რეალითი-შოუ „ამტანი“, რომელშიც ვმონაწილეობდი და უამრავი მაყურებელი გვყავდა. 16 წელი გავიდა და დღემდე მეუბნებიან, ნატა „ამტანში“ გგულშემატკივრობდით, ძალიან გვიყვარხარ და შენი ავტოგრაფი გვინდაო. შორენამ კი თქვა თავის გადაცემაში, რომ ნატა გულიაშვილი მე დამემსგავსაო. მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. „ამტანი“ იყო 2005 წელს, შორენა კი პოპულარული გახდა „ფლეიბოით“, რომელიც იყო 2008 წელს. მე უფრო პირველი ვიყავი ცნობადი და პოპულარული” - ამბობდა ის. 

მაშინ ნატა გულიაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში თავად შორენა ბეგაშვილიც გამოეხმაურა: „როდემდე ვითმინო?“ - დაწერა მან ნატა გულიაშვილის ფოტოზე, რომელიც „ინსტაგრამსთორიში“ გამოაქვეყნა. ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა შორენას შვილმა, ევა ბარბაქაძემაც, რომელმაც ნატა გულიაშვილი ერთ-ერთი ცნობილი ანიმაციური ფილმის გმირს უარყოფით კონტექსტში შეადარა: „სანამ კიდევ ვინმე მომწერს, თუ როგორ დავცინი ადამიანს და როგორი ბოროტი ვარ, ძალიან გთხოვთ, ჩემ ადგილას დადექით და გაიგეთ, რომ დედაჩემის შეურაცხყოფას არავის გავუტარებ. იმ ადამიანს იმდენი ცუდი რამ აქვს უკვე ნათქვამი, რომ კიდევ ძალიან კეთილი ვარ, მხოლოდ ამას რომ ვდებ ხუმრობით და სხვას არაფერს ვაკეთებ“, - წერდა ევა ბარბაქაძე. 

begashvili

5 წლის შემდეგ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა და ნატა გულიაშვილი კიდევ ერთხელ აქვეყნებს ვრცელ პოსტს: 

"დღეს ჩემმა უამრავმა  მეგობარმა გამომიგზავნა ამ გადაცემის კადრები.

პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადაუხადო ციცინო შურღაიას რეალური შეფასებისთვის. თუ ციცინომ და გიორგიმ თქვეს, რომ ნამდვილად არის მსგავსება ნატასა და შორენას შორისო, ალბათ, ნამდვილად ეგრეა, რადგან ამას აღნიშნავს მთელი საქართველო, რომ შორენა დამემსგავსა მე!

მე კი არ ვამბობ, შორენას ვგავარ-მეთქი, არამედ ხალხი ამბობს, რომ შორენა როგორ მაგრად დაგემსგავსა შენო?! აბსოლუტურად ყველაფერი შენნაირი გაიკეთაო! ასევე, ძალიან ბევრი ცნობადი სახე იმასაც მეუბნება, რომ შორენა პლასტიკურ ოპერაციაზე რომ მივიდა კუზანოვთან, შენი სურათი მიიტანა და უთხრა, ნატას დამამსგავსეთო... და კიდევ, ცნობისთვის, ვინც არ იცის, ჯერ მე ვიყავი ცნობადი სახე და პოპულარული "ამტანიდან" და მერე ეგ გახდა 5 წლის შემდეგ ცნობადი სახე "პლეიბოიდან".

ასე რომ, მე ვერანაირად ვერ დავემსგავსებოდი მას. ის დამემსგავსა მე, და არა მე მას...

თან მაშინ არავინ არ იცნობდა შორენას და მას სჭირდებოდა, მე რომ დამსგავსებოდა, რომ ვინმეს ყურადღება მიექცია მისთვის! მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, როგორიც ახლა ვარ და ეს იცის მთელმა საქართველომ!

მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას შევახსენო: არც ცხვირი, არც ყვრიმალები, არც ფეხები, არც მკერდი და არც საჯდომი არ მაქვს გაკეთებული, სხვებისგან განსხვავებით და, ძალიან გთხოვთ, გადაკეთებულ ქალებს ნუ მადარებთ!" - წერს სოციალურ ქსელში ნატა გულიაშვილი. 

nata_guliashvili