„პარასკევი“ - თინათინ წულაძის ქორეოგრაფიული სპექტაკლის პრემიერა - Marao

„პარასკევი“ - თინათინ წულაძის ქორეოგრაფიული სპექტაკლის პრემიერა

2026-01-20 13:58:42+04:00

31 იანვარს და 1 თებერვალს, 20:00 საათზე თეატრ სახელოსნო 42-ში თინათინ წულაძის ქორეოგრაფიული სპექტაკლის - „პარასკევი“ პრემიერა შედგება.

ნამდვილი სიყვარულის, უბრალო თანამგზავრის თუ ერთდღიანი სიყვარულის მოლოდინში ადამიანი მრავალ თავგადასავალს აწყდება. „პარასკევი“ სწორედ ამ მოლოდინზე მოგვითხრობს. 

ერთ პარასკევ საღამოს, სხვადასხვა ადამიანის თავშეყრის სივრცეში, შორიდან დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს — თავგადასავლებს, ტკივილსა და სიხარულს. ეს არის ამბავი იმ ერთ, განსაკუთრებულ ადამიანზე მუდმივ ლოდინზე, იმაზე, რამდენად ვემზადებით, ვღელავთ და ხშირად — სრულიად ამაოდ.

რეჟისორი და ქორეოგრაფი — თინათინ წულაძე.მხატვარი — ბარბარა ასლამაზიშვილი.მუსიკა — თინათინ წულაძე.მუსიკალური გაფორმების თანაშემწე — ნიკა კოხრეიძე.

სპექტაკლის ხანგრძლივობა — 50 წუთი, შესვენების გარეშე.

მონაწილეობენ:ანი იმნაძე, ნინა ლორთქიფანიძე, რუსკა მაყაშვილი, ქეთი გიორგაძე, მარია გიორგობიანი, ანუკი შარია, ნიკა გუგუნავა, ჯონათან რასელი, ირაკლი ლომიძე, ნიკა ნიკურაძე, აკო გოგელია.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია პლატფორმებზე: tkt.ge, biletebi.ge, ticketfactory42.ge

R