"40 ათას დოლარს მიხდის თვეში ნიკოლოზ ბასილაშვილი, რატომ არ უნდა გადამიხადოს, ვისზე ნაკლები ქალი ვარ?!" - ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე - Marao

"40 ათას დოლარს მიხდის თვეში ნიკოლოზ ბასილაშვილი, რატომ არ უნდა გადამიხადოს, ვისზე ნაკლები ქალი ვარ?!" - ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე

2026-01-20 14:41:48+04:00

" 40 ათას დოლარს მიხდის თვეში ნიკოლოზ ბასილაშვილი. კი, მართალია, რატომ არ უნდა გადამიხადოს, ვისზე ნაკლები ქალი ვარ?!

ამას იხდის იმაში, რომ მე ვიყო ლამაზი, კარგი, კეთილშობილი და კარგ ხასიათზე გავზარდო შვილი", - თქვა ნეკა დოროყაშვილმა იუთუბ გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობისას. 

  • "იცით, როგორ ვგრძნობდი თავს, აი, მარიტას რომ ტალახს ესვრიან" - ნეკა დოროყაშვილის ვრცელი ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილზე, ოჯახსა და განვლილ ცხოვრებაზე

ბოლო დროს ნეკა დოროყაშვილი რამდენიმე ქართული პოდკასტისა თუ გადაცემის სტუმარი იყო, სადაც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოს ბასილაშვილთან ურთიერთობაზე, კარიერულ სიახლეებსა და ცხოვრებაზე სკანდალური განქორწინების შემდეგ.

dorokashvili

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს - ნეკა დოროყაშვილს შორის არსებული დავის დეტალები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამ ხმაურიან საქმეს დიდხანს იხილავდა სასამართლო და მედიითაც აქტიურად შუქდებოდა. ისიც ცნობილია, რომ მათ საერთო ქორწინებაში ჰყავთ შვილი, რომელიც დედასთან ცხოვრობს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ნეკა დოროყაშვილმა ოჯახში ძალადობის შესახებ ხმამაღლა ისაუბრა. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებული სპორტსმენია და მას საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ხანგრძლივი სასამართლო პროცესებისა და არაერთი სკანდალური დეტალის გასაჯაროების შემდეგ, მოსამართლემ ჩოგბურთელი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ ბასილაშვილის ახლანდელი მეგობარი გოგო, გერმანელი სპორტსმენი, შარლოტა ელენაც დაკითხა, რომელიც საყვარელი მამაკაცის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო. 

წყვილი ახლა ცალ-ცალკე აგრძელებს ცხოვრებას. ნეკა სოციალურ ქსელში აქტიურია, ნიკა - ნაკლებად. ისინი აგრძელებენ საკუთარ საქმეს, შვილს კი ნეკა ზრდის. როგორც ნიკა ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, ყოფილი მეუღლე მამას შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს. არადა, კარგა ხანია, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსამართლემ ნიკას შვილის ნახვის დღეები განუსაზღვრა კიდეც. ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილი კანონს არღვევს და მამას თავისი უფლების გამოყენების საშუალებას არ აძლევს. მისი თქმით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რათა მამას მიეცეს მონატრებული შვილის ნახვის შესაძლებლობა.