"შენ ხარ კარგი შვილი, მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა" - ინგა თოფურიას ემოციური წერილი იუბილარ შვილს, ილია თოფურიას - Marao

"შენ ხარ კარგი შვილი, მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა" - ინგა თოფურიას ემოციური წერილი იუბილარ შვილს, ილია თოფურიას

2026-01-21 10:06:53+04:00

UFC-ის ორი წონის ჩემპიონი ილია თოფურია იუბილარია. ილია 29 წლის გახდა. ილიას დედა, ინგა თოფურია სოციალურ ქსელში მისალოც პოსტს აქვეყნებს.

„დაბადების დღეს გილოცავ, ილია, დე. დღეს შენს ცხოვრებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი ემატება – 29 წელი სიძლიერის, შრომის და ზრდის.

შენ ხარ კარგი შვილი, მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი – ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს.

შენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა გვასწავლის, რომ ღირსეულ გზას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არასდროს უშინდები სირთულეებს და ყოველთვის წინ მიდიხარ – ჩუმად, მაგრამ მტკიცედ.

გისურვებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ძალას, რომ ყველა მიზანს კეთილი გულით და სუფთა სინდისით მიაღწიო. დაე, შენი გზა იყოს ნათელი, გული – სავსე სიყვარულით და ცხოვრება – შინაარსით. იამაყე იმით, ვინც ხარ, რადგან ნამდვილი ფასეულობა ადამიანობაშია.

გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საამაყო შვილო. ღმერთმა მუდამ დაგლოცოს და დაგიფაროს “, – წერს ინგა თოფურია.

  • ვინ არის ალექსანდრე თოფურიას მეუღლე? ილია თოფურიას ძმა პირველი შვილის მამა გახდა 

ილია თოფურია

ილია თოფურია - ქართველი პროფესიონალი მებრძოლი, რომელიც საერთაშორისო არენაზე წარმატებით ასპარეზობს UFC-ში (Ultimate Fighting Championship). ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, ვინც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ამით ქართული სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

ილია 1997 წლის 21 იანვარს დაიბადა დიუსელდორფში, გერმანიაში, თუმცა ბავშვობაში ოჯახთან ერთად ჯერ საქართველოში დაბრუნდა, მოგვიანებით კი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. საბრძოლო ხელოვნებით მოზარდობიდან დაინტერესდა და მალევე გამოიკვეთა როგორც ძლიერი და ტექნიკური მებრძოლი. იგი ბრწყინვალედ ფლობს როგორც ბოქსის, ისე გრეპლინგის და ჯიუ-ჯიცუს ელემენტებს.

UFC-ში დებიუტი თოფურიამ 2020 წელს შედგა და მას შემდეგ მას არ წაუგია არცერთი ბრძოლა. 2024 წლის თებერვალში, მან დაუმარცხებელი  ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ფაქტობრივად, პირველი ქართველი, რომელმაც ამ დონის ტიტული მოიპოვა. 

თოფურია გამოირჩევა დიდი თავდაჯერებულობით, მკაცრი დისციპლინითა და შეუდრეკელი ბრძოლის ჟინით. ის ხშირად საუბრობს საქართველოს სიყვარულზე და ქართველი ერის პატრიოტულ სულზე. ილიას ყოველი ბრძოლა იქცა არა მხოლოდ სპორტულ ღონისძიებად, არამედ ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდაც. 

2024 წლის 26 ოქტომბერს, ქამრის დაცვაზე, ილია მაქს ჰოლოვეის დაუპირისპირდა, რომელიც მესამე რაუნდში დაანოკაუტა. ამის შემდეგ ილიამ წონის ცვლილება გადაწყვიტა და ზედა წონაში ავიდა. 29 ივნისს კი ჩარლზ ოლივერა პირველივე რაუნში დაანოკაუტა და ორი წონის ჩემპიონი გახდა.