ლიკუნა ქორქია შვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს: კადრები დუდა ასლამაზაშვილის ნათლობიდან - Marao

ლიკუნა ქორქია შვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს: კადრები დუდა ასლამაზაშვილის ნათლობიდან

2026-01-21 10:30:44+04:00

ლიკუნა ქორქიამ და მისმა მეუღლემ, გიორგი ასლამაზაშვილმა პატარა დუდა მონათლეს. ნათლობიდან კადრებს სოციალურ ქსელში ლიკუნა ქორქია აქვეყნებს. 

  • ლიკუნა ქორქია დედის ამპლუაში: მშვენიერი ტელეწამყვანი იდეალურ ფორმაშია 

ლიკუნა ქორქიას ოჯახი და კარიერა

ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა ქორქიამ მეორედ იქორწინა. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი ასლამაზაშვილია.

"დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე გი­ორ­გი ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ახა­ლია, ვფიქ­რობ, ჩემს გარ­შე­მო ბევ­რი თქვენ­გან გა­ი­გებს ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, ბედ­ნი­ე­რად, მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს. რაც მთა­ვა­რია ძა­ლი­ან კარ­გად ვართ, ბედ­ნი­ე­რად და კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გავ­ხდით ერ­თად ჩვენს ცხოვ­რე­ბას", - თქმა ლიკუნამ AMBEBI.GE-ისთან კომენტარში.

წყვილი ცოტა ხნის წინ ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარას დუდა დაარქვეს.

ლიკუნა ქორქია ფართო საზოგადოებამ პირველად ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ გაიცნო. მისი კარიერა მოიცავდა როგორც ტელეწამყვანობას, ასევე მოდელობას. მისი და, ანუკი ქორქია, ასევე ცნობილია მედიის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დების მიმართ ინტერესს.​

ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.