"შეუძლებელს შევძლებ შენთვის, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ხარ“ - მარიამ მათიაშვილი დედის ამპლუაში და პატარა ლეას პირველი დაბადების დღე - Marao

"შეუძლებელს შევძლებ შენთვის, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ხარ“ - მარიამ მათიაშვილი დედის ამპლუაში და პატარა ლეას პირველი დაბადების დღე

2026-01-21 11:52:35+04:00

ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავის, მარიამ მათიაშვილის და მისი მეუღლის, დავით თოფურიას ქალიშვილი, ლეა 1 წლის გახდა. მარიამი ლეას დაბადების დღეს ემოციური ვიდეორგოლით ულოცავ და წერს, რომ ლეა მისთვის ღვთის საჩუქარია:

„ლეა - 1. ყოველთვის მადლიერებით დავიწყებ შენზე საუბარს. დღეს დაიბადა ჩემი ყველაზე დიდი ღვთის საჩუქარი. დე, შენ ხარ ჩემი მზის სხივი, ბედნიერება, სითბო, სიყვარული, სიკეთე. უსაზღვროდ მიყვარხარ, არ წარმომიდგენია, ამაზე ძლიერი გრძნობა რა შეიძლება იყოს, ყველაფერი საუკეთესო შენთვის მემეტება, შეუძლებელს შევძლებ შენთვის, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ხარ“, – წერს მარიამ მათიაშვილი.

  • "შევხვდებით ნიუ-იორკში"" - მარიამ მათიაშვილი მეუღლესთან ერთად Times Square-ზე 

მარიამ მათიაშვილის ოჯახი 

მარიამ მათიაშვილი მოცეკვავეა, რომელიც არაერთი წელია "სუხიშვილების" სოლისტია.  მარიამი ქართული ცეკვით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა, რადგან ის თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია. 

როგორც თეა დარჩია არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, მუდმივი გასტროლებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შვილებთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებდა. 

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან, მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა", - ამბობდა თეა დარჩია.

მარიამი უკვე თავადაც დედაა - მას პირველი შვილი, ლეა, 2025 წლის იანვარში შეეძინა. მისი და დავით თოფურიას ქორწილი კი 2023 წელს შედგა. წყვილმა გრანდიოზული წვეულება კაჭრეთში გამართა. ორდღიან აღნიშვნას თან მხიარულება და უამრავი ლამაზი კადრი სდევდა. ქორწილში "სუხიშვილებმა" საოცარი შოუ დადგეს, იცეკვა თეა დარჩიამაც. ფოტოები და ვიდეოები კი სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა. 

მარიამს ქორწილში ორი კაბა, ერთი - უფრო მეტად სადღესასწაულო, მეორე კი - უფრო მოკრძალებული. უმშვენიერესმა პატარძალმა უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. 

ახლა მარიამის ცხოვრებაში მთავარი შვილია - მის სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ლეას ფოტოებსა და ვიდეოებს. ასევე, რჩევებსა და რეკომენდაციებს ახალბედა დედებისთვის.