მამაშვილობის განსაკუთრებული ამბავი: ჯაბა კილაძის ფოტოები მშვენიერ ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად - Marao

მამაშვილობის განსაკუთრებული ამბავი: ჯაბა კილაძის ფოტოები მშვენიერ ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად

2026-01-21 13:00:23+04:00

მსახიობი ჯაბა კილაძე საზოგადოებამ სერიალ "შუა ქალაქიდან"  გაიცნო და შეიყვარა. ის სერიალში სანდროს როლს ასრულებდა. სანდრო სერიალში წარმოადგენს "ინტელიგენტი თბილისელის" ერთგვარ კარიკატურას, რომელიც მუდმივად ცდილობს წესრიგის და ლოგიკის შენარჩუნებას იმ ქაოსში, რასაც ღლონტები და მათი მეზობლები ქმნიან, თუმცა მისი დაბნეულობა ამ სიტუაციებს კიდევ უფრო სახალისოს ხდის. 

ჯაბა კილაძე, სერიალის გარდა, თეატრის სცენაზეც შეგიძლიათ იხილოთ - ის მოქმედი მსახიობია და მისი როლები ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე. 

ჯაბა კილაძეს დღემდე ბევრი მოიხსენიებს "სანდროს" სახელით, მისი ყოველი გამოჩენა კი ნოსტალგიასთან, ლამაზ მოგონებებთან ასოცირდება - სწორედ ამიტომაა, რომ მას დღეს სოციალურ ქსელებში უამრავი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს. 

განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მისი ფოტოები ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად. 

  • ცნობილი მშობლები, 24 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი და 1 შვილი - ჯაბა კილაძის პორტრეტი 

ჯაბა კილაძის ოჯახი 

ჯაბას დედა მსახიობი ციცინო კობიაშვილია, მამა - თემურ კილაძე, ასევე მსახიობია. 

"ი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უყუ­რებს, რომ ჩვენ ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი მოვ­დი­ვართ. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­და­ვი­ტა­ნეთ ერ­თად. ომი­ა­ნო­ბის, შიმ­ში­ლო­ბის, გა­უ­გებ­რო­ბე­ბის პე­რი­ო­დი. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა 10 კა­პი­კი გაგ­ვიყ­ვია, რომ ჯა­ბას სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლი ფული ჰქო­ნო­და და ჩვენ ისე დავ­რჩე­ნილ­ვართ. ყო­ფი­ლა პე­რი­ო­დი, როცა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტან­კე­ბი იდგა, ტრან­სპორ­ტი არ მოძ­რა­ობ­და. მარ­ტყოფ­შიც გა­დავ­სახ­ლდით მა­შინ ამის გამო. ის ორი წელი ჯაბა მარ­ტყოფ­ში სწავ­ლობ­და, იქ ბუ­ნებ­რი­ვი გაზი იყო. მახ­სოვს პე­რი­ო­დი, როცა სამ­სა­ხუ­რი­დან მო­სუ­ლი გა­ყი­ნულ ფე­ხებს მბჟუ­ტავ "დუ­ხოვ­კა­ში" ვით­ბობ­დი და არც მით­ბობ­და. ღუ­მე­ლიც დავ­დგით და მე­ზობ­ლე­ბი ჩვენ­თან თბე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი ეს გა­და­ვი­ტა­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლით, რო­გორც ყვე­ლამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და ჯაბა და დღეს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს ადა­მი­ა­ნებს, სხვა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი იცის. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ისე მოხ­და, რომ ოჯა­ხი და­ენგრა. დღემ­დე ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამას. გული მტკი­ვა, რომ ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ჩვენ­თან არ იზ­რდე­ბა. თუმ­ცა ხში­რად მო­დის და ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვართ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დეთ, რომ ასე არ მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ მისი ოჯა­ხის საქ­მე ჯა­ბას გა­და­სა­წყვე­ტი იყო. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ყო­ფილ რძალ­თა­ნაც, მაგ­რამ მერ­ჩივ­ნა, ეს არ მომ­ხდა­რი­ყო. ჯა­ბამ კარ­გად ნახა, რა გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­ვი­ა­რეთ და ჩვე­ნი ოჯა­ხი დან­გრე­ვის საფრ­თხის წი­ნა­შე არას­დროს დამ­დგა­რა. პი­რი­ქით, გა­ჭირ­ვე­ბამ უფრო გაგ­ვაძ­ლი­ე­რა და შეგ­ვა­დუ­ღა ერ­თმა­ნეთს" - იხსენებდა ციცინო კობიაშვილი. 

ჯაბა კილაძე 24 წლის ასაკში დაოჯახდა, მისი მეუღლე თამთა ჭილაძე იყო, ქორწინებაში წყვილს ერთი შვილი შეეძინა, მაგრამ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯაბას შვილი, ლიზა კილაძე მოდელია. 

"ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა სხვა რამ იყო. დღემ­დე რა­ტომ გვაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან? იმი­ტომ, რომ პი­როვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ არ გვაქვს. უბ­რა­ლოდ მივ­ხვდით, რომ ეს ორი ელე­მენ­ტი ერ­თმა­ნეთ­თან ვერ ეწყო­ბო­და - გა­მუდ­მე­ბუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი იყო. რო­გორ ჯო­ბია, რომ ბავ­შვი გა­ი­ზარ­დოს, ატ­მოს­ფე­რო­ში, სა­დაც და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მოა, თუ მშვიდ გა­რე­მო­ში, რო­მელ­მაც იცის, რომ დე­დაც ჰყავს, მა­მაც ჰყავს, ერ­თმა­ნეთ­ში პრობ­ლე­მა არ აქვთ, უბ­რა­ლოდ ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ" - აღნიშნავდა ჯაბა ერთ-ერთ ინტერვიუში. 

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ერთად არ ცხოვრობენ, ლიზა მათთან დროს თანაბრად ატარებს, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს როგორც მამასთან, ისე დედასთან. ლიზა უკვე სრულწლოვანია, რამდენიმე წლის წინ სამოდელო სფეროში შეაბიჯა და პირველი წარმატებული ნაბიჯებიც გადადგა. ის პერიოდულად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ბრენდის კამპანიებსა და სარეკლამო გადაღებებში.