"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა ამ სამყაროში მასზე ლამაზი ქალი" - კარლო პონტი პირველად დედაზე, ოჯახსა და მეუღლეზე - Marao

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა ამ სამყაროში მასზე ლამაზი ქალი" - კარლო პონტი პირველად დედაზე, ოჯახსა და მეუღლეზე

2026-01-21 18:03:37+04:00

კარლო პონტი დედაზე, სოფი ლორენზე

"დედა ჩავიდა ჟენევაში, რადგან იქ მუშაობდა ექიმი, რომელიც ქალებს ეხმარებოდა შვილების გაჩენაში. მას კარლო ერქვა და მის პატივსაცემად დამარქვეს ეს სახელი. ცხრა თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული, რომ ნაყოფი შეენარჩუნებინა…. შემდეგ მამამ ჟენევაში სახლი იყიდა და ჩემი ძმაც იქ დაიბადა. მე ჟენევაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ თავს ჩვეულებრივ იტალიელად ვგრძნობ…

  • "აქ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ 6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მელის წინ..." - მარიამ შარმანაშვილის, როგორც ძლიერი ქალის ამბავი

დედა ძალიან ლამაზი იყო და ვამაყობდი დედაჩემით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა ამ სამყაროში მასზე ლამაზი ქალი. იმდენად ლამაზია, რაღაც ნეგატიურ განცდასაც ბადებს, რადგან ეს სილამაზე გაჯადოებს, ჰიპნოზივით მოქმედებს. მისთვის ძალიან ძნელი იყო ამ სილამაზის ატანა, რადგან გამუდმებით ფიქრობდა ადამიანებზე, რატომ მიყურებენ ასეთი სახით… ლამაზი და ჭკვიანი ხოა, მაგრამ ასეთი ლამაზი ქალი არასდროს ყოფილა სამყაროში, მორჩა!

დედა სიღარიბეში დაიბადა. ომის დროს მისი ოჯახი ვირთხებს ჭამდა. მან იცოდა, რა არის სიღარიბე და გაჭირვება. ეს არასდროს დავიწყებია. ასე დარჩა ახლოს ხალხთან, ის სახალხო ვარსკვლავი იყო… ის ქუჩის ქალებს თამაშობდა, მაგრამ სულ ატარებდა შინაგანად რაღაც არისტოკრატულს. ლეგენდარული იყო. უნიკალური არტისტია. ამიტომაცაა, რომ გუგლში თუ ჩაწერთ ჩემს სახელს და გვარს, მიიღებთ: “სოფია ლორენის შვილი”. ხშირად ცხოვრებაშიც ასე მეძახიან. ეს არაა ადვილი. არაა ადვილი, იყო ასეთი დიდი ქალის შვილი. იყო დედოფლის შვილი, ეს არაა ადვილი. მაგრამ სიამაყე, რომ მე მისი შვილი ვარ, ძლევს ამ სიძნელეს…"

sofia

კარლო პონტი მეუღლეზე, მარიამ შარმანაშვილზე

"ჟენევაში ჩავედით. მარიამი თავის საყვარელ შვილთან ერთად იყო, რომელმაც სრულიად მოხიბლა დედაჩემი, როგორც ქართველი პატარა პრინცი, დიდი შავი თვალებით, და მანაც ეგრევე გამოხატა თანხმობა ქორწინებაზე. ქორწილი ორივემ ერთად დავგეგმეთ. ეგეთ რამეებს ერთად ვაკეთებთ.

  • "მთელი დღეა იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისგან ვიღებ მესიჯებს: "Rai Uno-ზე გადმოიცა შენზე სიუჟეტი და როგორ გვეამაყებიო!" - მარიამ შარმანაშვილის მიმართვა ემიგრანტებს

მარიამი პირველივე ნახვით მომეწონა. როგორც კი შევხვდი, მივხვდი, რომ ეს სხვა რამ იყო. თუმცა მაშინ ის ინგლისურად არ ლაპარაკობდა და საუბრისთვის გუგლის თარგმანის გამოყენება მოგვიწია. თავიდან მხოლოდ ინტერნეტით ვსაუბრობდით…

ponti

  • "რელიგიის შეცვლა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, ეს ადამიანმა საკუთარი სურვილით უნდა გააკეთოს" - რას ამბობს მარიამ შარმანაშვილი მეუღლის, კარლო პონტი უმცროსის შესახებ

განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოვირჩევი, მაგრამ მოვინათლე მარიამის სიყვარულის გამო. მიხარია, რომ ეს მარიამისთვის გავაკეთე", - ამის შესახებ დირიჟორმა კარლო პონტიმ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.