"წავედი ჩემი მეგობრის კაბით, ჩემი მეორე მეგობრის ფეხსაცმლით, კაპიკ-კაპიკ შეგროვებული ფულით" - ეკონომიკის მაგისტრის, ქეთევან ქემოკლიძის გზა საოპერო სცენამდე - Marao

"წავედი ჩემი მეგობრის კაბით, ჩემი მეორე მეგობრის ფეხსაცმლით, კაპიკ-კაპიკ შეგროვებული ფულით" - ეკონომიკის მაგისტრის, ქეთევან ქემოკლიძის გზა საოპერო სცენამდე

2026-01-21 18:33:12+04:00

ოპერის ქართველი ვარსკვლავი, მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე იმ ეტაპებზე საუბრობს, რომლებიც აქამდე გამოიარა. თავის დროზე გონების არჩევანი გულის არჩევანმა შეცვალა და ეკონომიკის მაგისტრმა მსოფლიო საოპერო სცენებამდე გაიკვალა გზა, რომელიც სავსეა შრომით, რისკით და მუსიკის, სცენის, ოჯახის დიდი სიყვარულით.

kemoklidze

ქეთევან ქემოკლიძე

- წავედი ჩემი მეგობრის კაბით, ჩემი მეორე მეგობრის ფეხსაცმლით, კაპიკ-კაპიკ შეგროვებული ფულით. ამ კონკურსმა მომიტანა დიდი გამარჯვება. უგამოცდოდ ჩავირიცხე ლა სკალას აკადემიაში…

  • თათა ვასაძის ბრწყინვალე შესრულება "ქეთო და კოტეში" და კადრები წარმოდგენიდან

მეცო სოპრანოს როლების 70% მოდის ესპანელ პერსონაჟებზე. მეცო სოპრანოს მომღერლები ტემპერამენტიანები არიან, აქედან გამომდინარე, ესპანელი პერსონაჟებიც, ამიტომ ხდება გადაკვეთა. მსოფლიოს საოპერო სცენაზე ძალიან ბევრი ქართველი მეცო სოპრანოა. ჩვენი ქართული ხასიათი ძალიან უხდება ესპანურ ხასიათს… ღმერთმა მიმიყვანა იქ, სადაც უნდა მივსულიყავი, სადაც ჩემი ადგილი იყო…

ketevan_kemoklidze

  • "2025 წელი საშინლად რთული იყო. შემაშინა და უამრავი კითხვით დამტოვა, მაგრამ მე ისევ აქ ვარ" - ბიანკა ბალტის ემოციური წერილი და ამბავი 2025 წლის შესახებ

ჩვენი სიყვარული უკვე 20 წელს ითვლის. სანდროს ბავშვობიდანვე ვიცნობდი, მაგრამ ახალგაზრდობაში გავმიჯნურდით… მე და ჩემი მეუღლე ყველანაირად განსხვავებულები ვართ და ამით უფრო ვავსებთ ერთმანეთს…

ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "სარკეში"