"ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს... სიყვარულით ვცხოვრობთ" - 20-წლიანი სიყვარული, სამი შვილი და თამუნა ლეკვეიშვილის ბედნიერი ოჯახი - Marao

"ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს... სიყვარულით ვცხოვრობთ" - 20-წლიანი სიყვარული, სამი შვილი და თამუნა ლეკვეიშვილის ბედნიერი ოჯახი

2026-01-21 19:20:54+04:00

თამუნა ლეკვეიშვილი უკვე წლებია, აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. მან საზოგადოებას თავი არაერთი სახასიათო პერსონაჟითა თუ ცნობილი ადამიანების როლების მორგებით დაამახსოვრა.

  • საოცარი ტრანსფორმაცია, ბედნიერი ქორწინება და ბრძოლა ზედმეტ კილოგრამებთან: მშვენიერი იუმორისტის, თამუნა ლეკვეიშვილის ცხოვრების ამბები

თამუნას მეუღლე, გიგი ოქროპირიძეა. თამუნა და გიგი პროფესიით მუსიკოსები არიან, თუმცა თამუნასგან განსხვავებით, გიგი თავისი პროფესიით კერძო პროექტებზე მუშაობს.

lekveishvili

თამუნა ლეკვეიშვილის ოჯახი 

თამუნა ლეკვეიშვილი და გიგი ოქროპირიძე 20 წელია, რაც დაქორწინებულები არიან, მათ სამი შვილი ჰყავთ. მშობლების მსგავსად, შვილებიც მუსიკალური ნიჭით გამოირჩევიან და მათი ოჯახური ტრიო ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. 

  • ციაკო ფიფიას ბედნიერი ოჯახი, შვილის მოლოდინი და ოჯახური ამბები: ვინ არის იუმორისტის მეუღლე და როგორია მათი ცხოვრება

"კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვნა­ხე პირ­ვე­ლად. მე სა­კომ­პო­ზი­ცი­ო­ზე ვსწავ­ლობ­დი, გიგი – ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტია. თა­ვი­სი სიმ­ღე­რე­ბის გა­ორ­კესტრე­ბა მთხო­ვა, მო­გას­მე­ნი­ნე­ბო, შე­მომ­თა­ვა­ზა. ამ მი­ზე­ზით და­მი­ახ­ლოვ­და", - იხსენებდა თამუნა. 

წყვილს ქორწილი არ გადაუხდია, ამის მიზეზი კი ოჯახის წევრის გარდაცვალება გახდა. 

"ქორწილი არ გვქონია, გიგის დედა ჰყავდა ახალი გარდაცვლილი. სანამ შეყვარებულები ვიყავით, ვიცნობდი, არაჩვეულებრივი ქალი იყო და ძალიან გული დამწყდა, რომ არ შევხვდით ერთმანეთს, როგორც რძალი და დედამთილი. დარწმუნებული ვარ, რძალდედამთილობაზე მითს აუცილებლად დავანგრევდი.

lekveishvili

საქორწილო კაბა არ მცმია. რომეოს და ჯულიეტას გვეძახიან – ჩვენს სიყვარულს კი აცოცხლებს და ახალ-ახალ ბიძგს აძლევს ის, რომ მთლად ჰარმონიული ურთიერთობა არ გვაქვს. ცოტა კამათი და გაბუტვებიც მოსულა, რაც აუცილებლად სჭირდება ორი ადამიანის ურთიერთობას. რაღაცნაირად ახანგრძლივებს მას. კამათი საჭიროა, რომ ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი არ იყოს ცხოვრება."

  • შვილის რთული დიაგნოზი, ბრძოლა ზედმეტ კილოგრამებთან და იუმორისტის ცხოვრება კამერებს მიღმა - როგორია თათია სულუაშვილის ოჯახი და პირადი ცხოვრება

თამუნა ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში მეუღლესა და შვილებთან ერთად ხშირად ჩნდება - აღნიშნავენ, რომ მათ შორის სიყვარული და პატივისცემა ფოტოებიდანაც ჩანს. ოჯახსა და ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან თამუნაც ასე ახასიათებს - ამბობს, რომ მეუღლესთან ჰარმონიული კავშირი აქვს. 

"ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე უკეთესად როგორ უნდა იყოს ცოლქმრული ურთიერთობა. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და სიყვარულით ვცხოვრობთ".