ვინ არის კესარია აბრამიძის და, ანა და რას ამბობდა მისი გარდაცვალების შემდეგ: "ყოველთვის უნდოდა ჩემს დას, სადმე გადაცემაში წავეყვანე და ჩვენს დობაზე გვესაუბრა" - Marao

ვინ არის კესარია აბრამიძის და, ანა და რას ამბობდა მისი გარდაცვალების შემდეგ: "ყოველთვის უნდოდა ჩემს დას, სადმე გადაცემაში წავეყვანე და ჩვენს დობაზე გვესაუბრა"

2026-01-21 23:32:31+04:00

2024 წლის 18 სექტემბრის ღამით დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ჩადენილი სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ელვისებურად გავრცელდა. მოკლული ყველასთვის კარგად ნაცნობი კესარია აბრამიძე აღმოჩნდა. 37 წლის ტრანსგენდერ ქალს ყოფილმა პარტნიორმა, 1998 წელს დაბადებულმა ბექა ჯაიანმა სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში დანით მიაყენა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ მიდის ის კესარია აბრამიძის ბინაში და 14 წუთში ბინიდან გამორბის. ამ ფაქტს აბრამიძის მეზობლებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ დაინახეს, როგორც დატოვა ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსი. 

როგორც ცნობილია, კესარია აბრამიძის მკვლელს, ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. საზარელი შემთხვევის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კესარია აბრამიძის დამ, ანა აბრამიძემ: 

კესარია აბრამიძის და

"ყოველთვის უნდოდა ჩემს დას, სადმე გადაცემაში წავეყვანე და ჩვენს დობაზე გვესაუბრა. ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა ამ პოზიციაში მიწევს ტელევიზიასთან საუბარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ცხოვრებაში, მართლა ვერ წარმომედგინა საერთოდ, მას რომ რამე დამართოდა. 

kesarias_da

მისი [ბექა ჯაიანი] სახელის ხსენებაც არ მინდა. ვიცი, რომ არ მოვწონდი მე და ეს ყველაზე მეტად მახარებს. მილიონი ადამიანი დაადასტურებს, რომ მხოლოდ მასზე შეიძლებოდა ეჭვის მიტანა, ეჭვიც კი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ მასზე, მხოლოდ ის არის დამნაშავე. 

გავიგე, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, ამის შესახებ უნდა ვთქვა, რომ არანაირი განცხადება გამიკეთებია არსად, არც მისი სიკვდილი მინდა... მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს, როგორი ადამიანი გამოაკლდა საერთოდ სამყაროს... 

  • ურთიერთობა მამასთან, ბავშვობის მოგონებები და უკრაინელი დედა: კესარია აბრამიძის ცხოვრების დეტალები

მცირე დოზით ფაქტები ვიცოდი, თუმცა,  არ მესმის, რატომ არ წყვეტდა საბოლოოდ ურთიერთობას... მე მხოლოდ დაშორებას მწერდა...

მხოლოდ უვადო, მეტი არაფერი. მხოლოდ ეს მოლოდინი მაქვს. ვერ წარმომიდგენია, რომ მაგან ოდესმე ციხე შეიძლება დატოვოს“, - ამბობდა მაშინ ანა აბრამიძე.

მკვლელს, ბექა ჯაიანს ახლა უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. 

ana_abramidze

ამ დრომდე საჯაროდ კესარია აბრამიძისა და მისი მკვლელობის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრიათ კესარია აბრამიძის ოჯახის წევრებს - მას მშობლები და ერთი და ჰყავს. ეს დუმილი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში დღეს კესარია აბრამიძის დედამ, გულისა სირბილაძემ დაარღვია და შვილზე პირველად ისაუბრა საჯაროდ.

"მე მყავს კიდევ ერთი შვილი, ანა, მისთვის უნდა ვიცოცხლო. იმის იმედი მაქვს, რომ  მეც იქ უნდა წავიდე, ველოდები წუთებს..."

ინტერვიუ სრულად

kesaria