„ჩვენ უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ ყოველდღე ვუთხრათ ერთმანეთს: „მე შენ მიყვარხარ” - ზაზა კოლელიშვილისა და ნათია გოგოჭურის სიყვარულის ამბავი - Marao

„ჩვენ უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ ყოველდღე ვუთხრათ ერთმანეთს: „მე შენ მიყვარხარ” - ზაზა კოლელიშვილისა და ნათია გოგოჭურის სიყვარულის ამბავი

2026-01-22 15:48:54+04:00

ნათია გოგოჭური ყველა მსახიობისთვის საოცნებო ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა. მისი პედაგოგი დიდი მაესტრო რობერტ სტურუა იყო, ხოლო მესამე კურსიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგა. ამაზე დიდი ბედნიერება დამწყები მსახიობისთვის რა უნდა ყოფილიყო. შემდეგ ნათიას ცხოვრებაში დიდი სიყვარული მოვიდა ზაზა კოლელიშვილის სახით და მათ ოჯახს ოთხი შვილი შეემატა. 

ნათია გოგოჭურისა და ზაზა კოლელიშვილის ოჯახი 

"ზაზას აღმატებულ ხარისხში უყვარს ჩემზე საუბარი. ამას რომ ვისმენ, ზოგჯერ არასრულფასოვნების განცდა მეუფლება, რადგან არ ვარ ასეთი ზეაღმატებული, იდეალური ქალი. არადა, როცა ასე გაქებენ, შენც გინდა, გაამართლო და იმაზე მეტად ინდომებ, ვიდრე შეგიძლია. ამ დროს შეიძლება მეორე უკიდურესობაში გადავარდე…

  • "ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეუბნებით – „მიყვარხარ!”… ყველაფერი უსიტყვოდ ხდება" - ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის 30-წლიანი ამბავი სიყვარულზე

zaza_kolelishvili

ოჯახის სიმყარე ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მთავარი სიყვარულია. ჩვენ პირველი დღეებიდან უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ ყოველდღე ვუთხრათ ერთმანეთს: „მე შენ მიყვარხარ”. ზოგჯერ რომელიმეს გვავიწყდება და შევახსენებთ: „რამე ხომ არ დაგავიწყდა?” და ერთად ვამბობთ: „მე შენ მიყვარხარ”…

  • "ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს... სიყვარულით ვცხოვრობთ" - 20-წლიანი სიყვარული, სამი შვილი და თამუნა ლეკვეიშვილის ბედნიერი ოჯახი

ზოგჯერ წკიპზეც ვყოფილვართ, მაგრამ საკმარისი იყო, ცოტა დროს გაევლო, მაშინვე გვენატრებოდა ერთმანეთი… – ამბობს ნათია გოგოჭური „სარკესთან“.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკეში“