5 მთავარი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ტანსაცმლის არჩევისას - Marao

5 მთავარი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ტანსაცმლის არჩევისას

2026-01-23 10:41:38+04:00

ბავშვისთვის ტანსაცმლის არჩევა რთული და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ყველა მშობელი დიდ ყურადღებას აქცევს ნატურალურ, რბილ და კომფორტულ სამოსს, რომელიც ამავდროულად ლამაზიც იქნება. ბაზარზე ბევრი მსგავსი სამოსია, თუმცა არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან ზოგჯერ ხარისხი და ფასი ერთმანეთს არ შეესაბამება. ან სამოსი ლამაზია, მაგრამ არც ისე კომფორტული და უსაფრთხო. 

Carter’s -ის ბრენდი  ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, კომფორტისა და სილამაზის, პრაქტიკულობისა და უსაფრთხოების იდეალური კომბინაციაა.

და მაინც, ასეთ კონკურენტულ გარემოში, როგორ უნდა გააკეთოთ სწორი არჩევანი?

საინტერესოა, რა არის ის 5 მთავარი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ტანსაცმლის არჩევისას? 

  • ქსოვილი  

carters

carters

პატარა ბავშვების კანი წარმოუდგენლად ნაზია. ამიტომ, მშობლებმა ფრთხილად უნდა შეარჩიონ ბავშვის სამოსი. ტანსაცმლის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ქსოვილი უნდა იყოს ნაზი და უსაფრთხო მასალებისგან დამზადებული. Carter’s-ი სწორედ ასეთი ბრენდია. ის ოჯახებს ხარისხიან, ხელმისაწვდომ და მიმზიდველ ტანსაცმელს სთავაზობს. მისი მასალები რბილი, ჰიპოალერგიული და გამძლეა. ტანსაცმელი ისეა შექმნილი, რომ უძლებს ხშირს რეცხვას, არ კარგავს ხარისხს და ფორმას. აღსანიშნავია, რომ Carter’s -ის ბავშვის ტანსაცმელში მთავარი ადგილი ბამბას უკავია - ბუნებრივ მასალას, რომელიც იდეალურად ერგება მგრძნობიარე კანს, არ იწვევს გაღიზიანებას და კანს საშუალებას აძლევს ისუნთქოს. 

  • პრაქტიკულობა და დიზაინი

carters

carters

პირველ რიგში, ბავშვის ჩაცმულობა პრაქტიკული და კომფორტული უნდა იყოს. განსაკუთრებით პირველ თვეებში. პატარებს ბევრი სძინავთ, სწორედ ამიტომ, მშობლის პრიორიტეტი ტანსაცმლის არჩევისას უნდა იყოს კომფორტული, სუნთქვადი და მარტივი ქსოვილები. საბავშვო ბრენდი ისეთ სამოსს უნდა აწარმოებდეს, რომელსაც კომფორტული შესაკრავები და მარტივად ჩაცმისთვის გააზრებული დიზაინი ექნება.  Carter’s-ის საღამურები მარტივად ჩასაცმელი და გასახდელია ძილის დროს. რომპერები და კომბინეზონები კი საფენის შეცვლის პროცესს ამარტივებს.

თუმცა, არ უნდა დავავიწყდეს ტანსაცმლის დიზაინი და სტილი. ბავშვებს უყვართ ლამაზი ფერები, ცხოველები, რომელთა დანახვაც სახეზე ღიმილს ჰგვრით. მხიარული პრინტები, მულტიპლიკაციური პერსონაჟები და პასტელური ფერები. ყოველი დეტალი გათვლილი უნდა იყოს ბავშვის ღიმილზე.

  • ზომა                       

carters 3

ბავშვისთვის ტანსაცმლის ყიდვისას, უნდა გაითვალისწინოთ სამოსის ზომა. ძალიან მომდგარი ტანსაცმელი ბავშვს არაკომფორტულად აგრძნობინებს თავს, ასევე მნიშვნელოვანია ისიც გვახსოვდეს, რომ ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, ამიტომ ერთი ზომით დიდი ტანსაცმლის შეძენა უკეთესია.

  • ფასი

carters

ტანსაცმლის ფასი სულ უფრო მეტად იზრდება. დიზაინერები ბაზარზე იმდენად ლამაზ და საყვარელ ტანსაცმელებს გვთავაზობენ, რომ მშობლისთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება. ისეთი ბრენდები, როგორიც Carter’s-ია, ყოველთვის ზრუნავენ მომხმარებლებზე. Carter’s-ის მაღაზიებში ხშირად დაგხვდებათ ფასდაკლება შერჩეულ კოლექციებზე. თქვენ შეგიძლიათ ზაფხულის ფასდაკლებებზე ზამთრის კოლექცია ხელმისაწვდომ, ძალიან დაბალ ფასად შეიძინოთ და პირიქით. 

  • უსაფრთხოება                        

caters 5   

ზოგიერთი ბრენდის ტანსაცმელს შეიძლება წინა მხარეს დამატებული ჰქონდეს ღილები ან თვლები. ბავშვებისთვის კი ეს საშიშია, რადგან მათ  ყველაფერი პირისკენ მიაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები ძალიან მოძრავები არიან, სწორედ ამიტომ, დარწმუნდით, რომ ბავშვს უსაფრთხო ტანსაცმელი აცვია. ამ მხრივ, Carter’s-ის ბრენდი აბსოლუტურად უსაფრთხოა. ბამბა გადის სპეციალურ დამუშავებას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ქიმიური ნარჩენების რაოდენობას და მაქსიმალურად იცავს ბავშვის კანს. სწორედ ამიტომ, ბრენდის საღამურები და ყოველდღიური ტანსაცმელი არის რბილი, ფუმფულა და სასიამოვნო შეხებისას. 

დღეს უკვე თბილისის და ბათუმის რამდენიმე ფილიალში შეგიძლიათ შეურჩიოთ პატარას ყველაზე რბილი, ყველაზე საყვარელი სამოსი:

„კარტერსის“ წარმატება 160-წლიანი ერთგულების შედეგია, რომელიც ეფუძნება ოჯახებისთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ტანსაცმლის შეთავაზებას. 

„კარტერსი“ საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი ფილიალებით თბილისსა და ბათუმში:

  • გალერეა თბილისი - 2/4 შ. რუსთაველის გამზირი
  • სითი მოლი საბურთალო - ვ.ფშაველას გამზირი N70
  • სითი მოლი გლდანი - ი.ვეკუას ქ. N1
  • ვაკის პარკი - მიშველაძის N5
  • გლდანი მოლი- მეტრო ახმეტელის მოპირდაპირედ
  • თბილისი მოლი - აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ.
  • ისთ ფოინთი - ა. თვალჭრელიძის ქ N2
  • ბათუმი - გრანდ მოლი

R

 

მოამზადა ანი შვანგირაძემ