ცნობილი ოჯახი, ემიგრაცია აშშ-ში და ძმის ტრაგიკული გარდაცვალება - მომღერალ სალომე მდივანის ინტერვიუ - Marao

ცნობილი ოჯახი, ემიგრაცია აშშ-ში და ძმის ტრაგიკული გარდაცვალება - მომღერალ სალომე მდივანის ინტერვიუ

2026-01-23 14:40:04+04:00

დრამისა და კინოს მსახიობს, თამუნა მდივანს, უკვე არაერთი წელია, რაც წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს - ის მონაწილეობს რამდენიმე ქართულ სერიალში, გადაღებულია სარეკლამო კამპანიებსა და რგოლებში. მიუხედავად ამისა, თამუნა განსაკუთრებით ბევრმა ადამიანმა "ტიკტოკის" პლატფორმიდან გაიცნო. 

mdivani

კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა ჩვენი ცხოვრების რიტმი შენელდა, მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, განსაკუთრებით გაიზარდა გასართობი პლატფორმა "ტიკტოკის" პოპულარობა. რთულ პერიოდში დროის გასაყვანად გადაღებულმა ვიდეოებმა თამუნას და მის ოჯახს დიდი პოპულარობა მოუტანა, რაც დღემდე გრძელდება.

  • "ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული..." - მსახიობი თამუნა მდივანის ქალიშვილის წერილი გარდაცვლილ ძმას

თამუნა მდივანის მეუღლე კუკა მდივანია. თამუნას სამი შვილი, სალომე, მარიამი და გიორგი ჰყავს. თამუნასთან ერთად პოპულარულ ვიდეოებში ხშირად ჩანდა მისი ქალიშვილი, მარიამი. დედა-შვილი ყოველდღიური ვლოგებისა თუ სახალისო მომენტების გარდა, გამომწერებს კულინარიულ კონტენტსაც უზიარებდა. თავდაპირველად თამუნამ ვიდეოებს გადაღება სწორედ მარიამის რჩევით დაიწყო, თუმცა დღეს ყველაფერი სხვანაირადაა - გასულ წელს თამუნა მდივანის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა, მისი უმცროსი ვაჟი, გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა. მას შემდეგ თამუნა ვიდეოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა საკუთარ გამოცდილებას მსგავს სიტუაციაში მყოფ დედებს მაინც უზიარებს. 

სალომე ქათამაძე 

სალომე ქათამაძე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ „გოლდენ ტალანტისა” და „ახალი ხმის“ პროექტებიდან გაიცნო. ამ უკანასკნელმა მას განსაკუთრებული პოპულარობა და ხალხის დიდი სიყვარული მოუტანა. კლასიკური ვოკალიდან საესტრადო მიმართულებაზე გადასვლის შემდეგ, სალომეს არაერთი დაბრკოლება შეხვდა, თუმცა თავის დამკვიდრება და პროფესიულად განვითარება მაინც შეძლო. 

salome_mdivani

„ძალიან თავისუფალი ვარ და სცენაზეც და ყველგან ვარ ის, რაც სინამდვილეში ვარ. ალბათ, ამან გამოიწვია ხალხის სითბო და სიყვარული. არაფერს ვმალავ, ნებისმიერ ემოციას ვდებ სცენაზე“, - ამბობდა სალომე წლების წინ. 

  • სიყვარულის 29 წელი, ორი შვილი და ცხოვრების საინტერესო ამბები - რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ოჯახი

სალომე ქათამაძე უკვე 12 წელია, რაც საქართველოდან შორს, აშშ-ში ცხოვრობს. ქართველი მსმენელის წინაშე იშვიათად ჩნდება, თუმცა მის ინტერვიუს გადაცემაში „ „უეჭ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია“, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალომემ გაიხსენა პირველი ნაბიჯები, განვლილი გზა, ისაუბრა ემიგრაციის სირთულეებსა და მისი ოჯახის რთულ დღეებზე. 

ემიგრაცია და ბრუკლინი

მაშინ, როცა სალომე ქათამაძეს საქართველოში ბევრი იცნობდა და უსმენდა, მან ამერიკული ოცნების ასახდენად სამშობლოდან წასვლა გადაწყვიტა. ახალგაზრდა მომღერალმა Berklee College of Music-ში ჩააბარა და დაფინანსებაც მოიპოვა, თუმცა დარჩენილი გადასახადისა და ყოველდღიური ხარჯების დასაფარად ბრუკლინში გადასვლა და რესტორანში მუშაობა გადაწყვიტა. 

salome_katamadze

სალომე ქათამაძის უნიკალური შესაძლებლობები შეუმჩნეველი არც აშშ-ში დარჩენიათ - ის "America's Got Talent"-ის კონკურსზე ათასი კონკურსანტიდან შეარჩიეს , თუმცა პროექტი კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ შედგა. მოგვიანებით კი დედა გახდა და მონაწილეობა აღარ უცდია. 

  • "ადრე სამი შვილი ძალიან ბევრი მეგონა, ახლა კი პირიქით ვფიქრობ" - ია დუდაშვილი

სალომემ ემიგრაციაში იქორწინა, მისი მეუღლე ქართველია, შვილს კი ძმის, გიორგი სახელი დაარქვა. პატარა გიორგი ახლა 6 წლისაა და მშობლებთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. სალომე ამბობს, რომ გიორგი ძალიან ჰგავს მამას. 

შვილის გარდა, მისი ცხოვრების კიდევ ერთი მთავარი „გიორგი“, მისი ძმაა. ძმის გარდაცვალებამ მასაც და მის ოჯახსაც მოულოდნელი დარტყმა მიაყენა. ამბობს, რომ ამ რეალობასთან შეგუებას დღემდე სწავლობენ. ძმა კი სალომესთვის მთავარ მოტივაციად იქცა: „რა­საც კარ­გს გა­ვა­კე­თებ - სიმ­ღე­რას თუ სი­კე­თეს - ყვე­ლა­ფე­რი გიოს სულს ეძღვნე­ბა“.

salome_mdivani