რის გამო გახდა ბარბარა სამხარაძე კრიტიკის ობიექტი: "ძალიან მარტივია, ადამიანი გადაჯეგოთ..." - Marao

რის გამო გახდა ბარბარა სამხარაძე კრიტიკის ობიექტი: "ძალიან მარტივია, ადამიანი გადაჯეგოთ..."

2026-01-26 11:41:13+04:00

მომღერალი ბარბარა სამხარაძე ნეგატიური კომენტარების ავტორებს გამოეხმაურა, რომელთა გაღიზიანებაც ერთ-ერთი პოდკასტის ანონსმა გამოიწვია.

მისი თქმით, „მადისაღმძვრელი პოდკასტის" ანონსში გამოყენებულმა ამონარიდმა არაერთი აგრესიული რეაქცია გამოიწვია, თუმცა მაყურებელთა უმრავლესობას გადაცემის სრულად ნახვის სურვილი არც კი გასჩენია.

barbara_samkharadze

ბარბარა სამხარაძე კრიტიკოსებს პასუხობს 

"ცოტა მეცინება ახლა რის გამოც მიწევს ვიდეოს ჩაწერა. ცოტა ხნის წინ დაიდო "მადისაღმძვრელი პოდკასტის" ვიდეო, ანონსი ისე არის მოჭრილი, სადაც ვამბობ, რომ ჩვენი მშობლების თაობა არის პრობლემა, რომ ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელიც მულის შვილებს არ გაუკეთებს ჯადოს. ამ ყველაფერმა ანონსის ვიდეოზე ისეთი აგრესია გამოიწვია, არავის არ გაუჩნდა გადაცემის სრულად ნახვის სურვილი, რომ ბოლომდე ენახათ - "მართლა ასეთი სულელია ეს გოგო?! მართლა ასე ჰყავს სანათესავო მოძულებული, რომ ერთმანეთს ჯადოებს უკეთებენ?!" - არავის არ გაგიჩნდათ იმის სურვილი, გაგეგოთ ბოლომდე, ასეთი შტერი ვარ თუ არა. ძალიან მარტივია, ადგეთ, კომენტარი დაწეროთ და ლანძღოთ ადამიანი. აწერია, ანონსი რომ არის, სიტყვა "ანონსი" იცით რას ნიშნავს? - წინასწარი მიმოხილვა იმის, რაც გადაცემაში იქნება. მაგრამ არა, ამან არ დაგაინტერესათ, ძალიან მარტივია, ადამიანი გადაჯეგოთ, თქვენ თუ ამის ყურება გეზარებოდათ, ახლა უყურეთ, რას ვამბობ და რატომ ვამბობ და შემდეგ დაწერეთ სალანძღავი კომენტარები" - ამბობს ბარაბარა სამხარაძე და პოდკასტიდან აღნიშნულ მონაკვეთსაც აზიარებს.

  • "აი, ის, რაც ძალიან მალე წინ მელოდება" - მომღერალი ბარბარა სამხარაძე იუბილარია: დიდი სიახლე და ახალი ცხოვრების დასაწყისი 

"ერთმა ქალმა მომწერა - "შენი სახლის შპალერი გამოცვალე, ძალიან ღარიბული იერი აქვს" - ასეთს რა უნდა მივწერო, ცოტა ხნის წინ მომწერა ქალმა - "ფრჩხილები რომ დაიმოკლო, ძალიან ესთეტიკური იქნება". სოციალურ ქსელში გადადიხარ და ხვდები, რომ როგორიც არ უნდა იყო, მაინც გაგაკრიტიკებენ. ისინი გთავაზობენ, მათი მსგავსი იყო, მაგრამ რეალურად ხვდები, რომ ასეთი არ უნდა იყო. მსგავსს ჩვენი ასაკის ადამიანები არ მოგწერენ, რადგან არ აძლევენ თავის თავს ამის უფლებას. 

ტიკ-ტოკზე ხშირად მხვდება წარწერა: - "ჩვენ ვიქნებით თაობა, რომლებიც იქნებიან ისეთი ბიცოლები, ვინც თავის მულის შვილებს არ გაუკეთებს ჯადოს" - აი, მართლა ეგ თაობა ვიქნებით, რომლებსაც თავისი ნათესავები არ ეყოლებათ მოძულებულები. არ იქნებიან ქიშპში, ჩემმა შვილმა კითხვა იცის და შენმა რა იცის?! აი, ეს თაობა ვიქნებით ვისაც გონება და მენტალური ზრდა აქვს. 

barbara

ჩვენი მშობლების თაობა არის პრობლემა, რადგან მათი მშობლები დატრამვეს თავიანთმა მშობლებმა, რომლებიც ომგამოვლილი თაობაა. ბაბუაჩემის თაობის მშობლები იყვნენ ომგამოვლილი თაობის მშობლები. ბაბუაჩემი მამის მონატრებაში იყო გაზრდილი, ასაკოვანი კაცი არ იყო სოფელში მამა, რომ ვინმესთვის დაეძახა. მაგ ასაკში ყველა ომში იყო გახიზნული და მამა არ ახსოვდა. ბაბუაჩემმა გაზარდა დედაჩემი, ბაბუაჩემს მამაჩემი, რომ მოეწონა გაათხოვა. ჩემს მშობლებს ერთმანეთი არ უყვარდათ, აქედან გამომდინარე ამ არ სიყვარულით შექმნილმა ოჯახმა კიდევ სხვა ტრავმები აგვკიდა. დედაჩემი მთელი ბავშვობა მეუბნებოდა, რომ არ არსებობდა სიყვარული, ეს იყო პასუხისმგებლობა, რომელიც ოჯახის წინაშე გაქვს. როცა გავიზარდე, ვიღაც მომეწონა და ვიღაცის მიმართ ინტერესი გამოვთქვი ყოველთვის ჩამესმოდა, რომ არ არსებობს სიყვარული, ეს პასუხისმგებლობაა. ამაზე დამჭირდა ფსიქოლოგთან საუბარი, რომ რეალურად პასუხისმგებლობა კი არ არის სიყვარული, სიყვარული არის ყველაფერი" - ამბობს ბარბარა "მადისაღმძვრელი პოდკასტში"