მატილდა გვარლიანი მსოფლიო მოდის სცენაზე - JACQUEMUS-ის ახალი კოლექციის შოუ - Marao

მატილდა გვარლიანი მსოფლიო მოდის სცენაზე - JACQUEMUS-ის ახალი კოლექციის შოუ

2026-01-26 13:17:16+04:00

ქართველი მოდელი და საერთაშორისო მოდის ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი ფრანგული ბრენდის JACQUEMUS-ის უახლესი კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა.

მატილდა გვარლიანი, რომელიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ სახედ მიიჩნევა, ჩვენებაზე განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდა და კიდევ ერთხელ მიიპყრო მოდის კრიტიკოსებისა და დამსწრე საზოგადოების ყურადღება.

JACQUEMUS-ის ახალი კოლექციის ჩვენება მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად იქცა, სადაც ბრენდის დამახასიათებელი მინიმალიზმი, თანამედროვე სილუეტები და დახვეწილი დეტალები იყო წარმოდგენილი. ჩვენებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი მოდელები და დიზაინერები იმყოფებოდნენ.

მატილდა გვარლიანის გამოჩენა ამ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის წარმატებულ საერთაშორისო კარიერას და იმ ფაქტს, რომ ქართველი მოდელი მსოფლიო მოდის წამყვან პლატფორმებზე სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

 

  • ქართველი გოგოები Gucci-ს ჩვენებებზე: TOP 4 ახალგაზრდა მოდელი და გავლენიანი იტალიური მოდის სახლი 

მატილდა გვარლიანი

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო. 

როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი უამრავ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს.

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.

  • სიყვარულის ქალაქი და კადრები, რომლებიც არ გვინახავს: როგორია მატილდა გვარლიანის ცხოვრება პოდიუმს მიღმა 

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

2024 წელს მატილდამ ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის მოდის ჩვენებაზე გაიარა.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.