ახალგაზრდა მოდელი ანა შელია გამომწერების შეკითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი კითხვა ანას ოჯახს შეეხებოდა - ანამ მეუღლის, ოჯახისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა:
"მე და ლაშა უკვე 10 წელია, ერთად ვართ. ერთმანეთი ლონდონში გავიცანით. ლაშა საზღვარგარეთ თამაშობდა, მე კი სხვადასხვა ქვეყანაში მიწევდა ყოფნა, მოდელობიდან გამომდინარე.
ძირითადად, საზღვარგარეთ ვხვდებოდით ერთმანეთს, თბილისში კი მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშების დროს ჩამოდიოდა. ბოლოს დისტანცია ცოტა რთული გახდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა", - წერს ანა შელია.

ანა შელიასა და ლაშა ლომიძის ოჯახი
ჩვენს ქვეყანაში არაერთი ახალგაზრდა, ლამაზი და წარმატებული წყვილია, რომელთან შესახებაც ჩვენ ხშირად გიყვებით ხოლმე. ქვემოთ კი უფრო ახლოს გაგაცნობთ მოდელისა და მორგაბის წყვილს - ანა შელიასა და ლაშა ლომიძეს. მათი სიყვარული 7 წელს ითვლის და ისინი ორ უსაყვარლეს შვილს ზრდიან.
ანას მეუღლე მორაგბე ლაშა ლომიძეა. ლაშა 1992 წლის 30 ივნისს დაიბადა. ლაშა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია. 2012 წელს საფრანგეთში გუნდ „მონტპელიეს“ შემადგენლობაში თამაშობდა. 2 წლის შემდეგ ფრანგულ „ბეზიერსში“ გადავიდა. 2017-2018 წლებში ლაშა ბრიტანულ კლუბში თამაშობდა, შემდეგ ლაციოში გადავიდა, 2020 წლიდან კი ფრანგულ კლუბში "DAX" თამაშობდა.

ანამ და ლაშამ 2018 წლის 19 მაისს დაიწერეს ჯვარი. სოციალურ ქსელში მათი ნიშნობის ფოტოებმა მალევე დაიმსახურა მოწონება. ანას ულამაზესი სადა აბრეშუმის კაბა ეცვა. მათ ორი უსაყვარლესი შვილი, ელი და ვატო ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ.
წყვილი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობს. მშობლები ელის და ვატოს აღზრდაში აქტიურად არიან ჩართული და ანა სხვა დედებს სასარგებლო რჩევებსაც ხშირად აძლევს.