თბილისელი გოგოს წარმოუდგენელი ქორწილი შრი-ლანკაზე: "ქორწილი ტარდებოდა მის სეილონის სასტუმროში, სადაც ჩვენი ახლობლები ჩამოვიყვანეთ 3 დღით" - Marao

თბილისელი გოგოს წარმოუდგენელი ქორწილი შრი-ლანკაზე: "ქორწილი ტარდებოდა მის სეილონის სასტუმროში, სადაც ჩვენი ახლობლები ჩამოვიყვანეთ 3 დღით"

2026-01-26 16:52:12+04:00

"ყველაზე ზღაპრული ცერემონია მივიღეთ ტროპიკულ ბაღში, პალმებში და ულამაზესად განათებულ ადგილას. არსად შემხვედრია საქორწილო ცერემონია ღამე. ყველაზე კარგი იყო, როდესაც ფორმალური ნაწილის მერე ბუდისტი ბერები მოვიდნენ ჩვენს დასალოცად", - ამბობს ალექსანდრა კორე...

sandra_kore
ფოტოები ალექსანდრე ბაგრატიონის

 

ალექსანდრა კორე თავისი საინტერესო ლავსთორის და ზღაპრული ქორწილის შესახებ გვიამბობს

 - დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ოქროს უბანში. ჩემი ოჯახი აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობს უკვე 200 წელია, ანუ მე მეხუთე თაობა ვარ. დედაჩემი ფილოლოგია, ხოლო მამა ინჟინერი იყო. დავამთავრე რუსული სკოლა და შემდგომ ჩავაბარე კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტში, სადაც ვისწავლე ჩინური ენა.

sandra

 - სადაური წარმოშობის ხართ?

- წარმოშობით ვარ ბელორუსი და ინგლისელი - მამის მხრიდან, რუსი კი დედის მხრიდან.

გი პორტუგალიელი პილოტების ოჯახში დაიბადა ანგოლაში. დედამისი იყო ერთ-ერთი პირველი პორტუგალიელი ქალი პილოტი. შემდეგ დაბრუნდნენ პორტუგალიაში, სადაც დაამთავრა airforce და დაიწყო TaP-ში მუშაობა. შემდეგ გადავიდა ავიაკომპანიაში Emirates, სადაც არის ხომალდის მეთაური, უკვე 14 წელია.

წაიკითხეთ სრულად