ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა: ქართველი ვარსკვლავის ფოტოები ემანუელ მაკრონთან ერთად - Marao

ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა: ქართველი ვარსკვლავის ფოტოები ემანუელ მაკრონთან ერთად

2026-01-27 10:21:10+04:00

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსია - სხვადასხვა მნიშვნელოვან გამარჯვებასა და ჯილდოსთან ერთად, ის მსმენელმა მსოფლიოს უდიდეს სცენებზე უკვე იხილა - მისი კარიერული წარმატებები კი გრძელდება. 

ამჯერად ხატია ბუნიათიშვილი ახალ ფოტოებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად აქვეყნებს. როგორც ცნობილია, მაკრონი კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარულია - ის თავად 10 წლის მანძილზე სწავლობდა კონსერვატორიაში ფორტეპიანოზე დაკვრას, განსაკუთრებით მოსწონს შუმანი და ლისტი. როდესაც მან 2014 წელს ეკონომიკის მინისტრის პოსტი დაიკავა, ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მა დაწერა, რომ მას უკვე შეარქვეს „ელისეს სასახლის მოცარტი“. ხატია ბუნიათიშვილი ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი საყვარელი პიანისტია. 

ხატია ბუნიათიშვილის ცხოვრება და კარიერა

ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში". იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.

"იშვიათად მინახავს მოცეკვავე პიანისტი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი "საუკეთესო დედა" - ხატია ბუნიათიშვილი პატარა შარლოტასთან ერთად პარიზში.

2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად კი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია.

  • როგორ იქცა გოგონა თბილისიდან მსოფლიო ვარსკვლავად: ხატია ბუნიათიშვილის 5 დაუვიწყარი კონცერტი 

1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა და სხვა.

გასული წლის 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან ქალიშვილის, შარლოტას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.