ვიქტორია ბეკჰემი შვილების გვერდით: პარიზული ტრიუმფი ოჯახური დრამის ფონზე - Marao

ვიქტორია ბეკჰემი შვილების გვერდით: პარიზული ტრიუმფი ოჯახური დრამის ფონზე

2026-01-27 10:44:15+04:00

ვიქტორია ბეკჰემი პარიზში, მოდის კვირეულის ფარგლებში, საფრანგეთის მთავრობისგან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულტურული ჯილდოთი - ხელოვნებისა და ლიტერატურის ეროვნული ორდენის კავალრის წოდებით დაჯილდოვდა. დიზაინერი განსაკუთრებულ დღეს ოჯახთან ერთად შეხვდა - მეუღლე დევიდ ბეკჰემი და შვილები ჰარპერი, კრუზი და რომეო ამაყად ესწრებოდნენ ცერემონიას.

გაგახსენებთ, რომ გასული წლის 27 იანვარს Ordre des Arts et des Lettres, ანუ ხელოვნების რაინდის წოდება საფრანგეთში ქართველ დიზაინერს, დემნა გვასალიას მიანიჭეს. 

ქართველებიდან, საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის რაინდის წოდება მიღებული აქვთ:

  • რუსუდან ფეტვიაშვილი – ქართველი მხატვარი, რომელმაც თავისი ნამუშევრებით დიდი აღიარება მოიპოვა;
  • გია ყანჩელი – ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, რომლის მუსიკა ფართოდ აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით;
  • ქეთი მელუა – ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, რომელიც საფრანგეთში დაფასდა თავისი მუსიკალური ნიჭით.

წელს ღონისძიება გაიმართა საფრანგეთის კულტურის სამინისტროში და განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან იგი შედგა ბრუკლინ ბეკჰემის ხმაურიანი სოციალური პოსტის შემდეგ მხოლოდ ერთი კვირის თავზე, რომელმაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ვიქტორია პარიზში მეუღლესთან და უმცროს ქალიშვილთან, 14 წლის ჰარპერთან ერთად გამოჩნდა. დიზაინერი კლასიკურ, შავ, მომდგარ კაბაში ბრწყინავდა, წინა ჭრილითა და ასიმეტრიული, უკანა მხარეს ოდნავ დაგრძელებული კალთით. დევიდ ბეკჰემი ელეგანტურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ხოლო ჰარპერმა შავი აბრეშუმის კაბა შეარჩია, მინიმალისტური სამკაულებითა და ტალღოვანი ვარცხნილობით.

ვიქტორია ბეკჰემი ამ ჯილდოს მფლობელთა პრესტიჟულ სიას შეუერთდა. ორდენი ენიჭება პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო გავლენა და წვლილი შეიტანეს ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში.

მიღების სიტყვაში ოთხი შვილის დედამ განსაკუთრებული მადლობა შვილებს გადაუხადა: „მადლობა ჩემს შვილებს, რომ ყოველთვის გჯეროდათ ჩემი ხედვის,“ - აღნიშნა ვიქტორიამ. ცერემონიას არ ესწრებოდა უფროსი ვაჟი, ბრუკლინ ბეკჰემი, თუმცა მისი ძმები - 23 წლის რომეო და 20 წლის კრუზი - ღონისძიებაზე თავიანთ პარტნიორებთან ერთად გამოჩნდნენ. რომეოს გვერდით მოდელი და DJ კიმ ტერნბული იყო, ხოლო კრუზს - კომპოზიტორი ჯეკი აპოსტელი ახლდა.

„ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მიღწევა არ არის,“ - თქვა ვიქტორიამ სიტყვით გამოსვლისას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეუღლეს, რომელზეც უკვე 26 წელია დაქორწინებულია: „დევიდმა თავიდანვე დაინახა ჩემი ვნება და მონდომება, შემექმნა რაღაც ისეთი, რითაც ორივე ვიამაყებდით.“

დაჯილდოების შემდეგ ვიქტორიამ ინსტაგრამზეც აღნიშნა ეს დღე და ცერემონიიდან გადაღებული ფოტოები გააზიარა:„უდიდესი პატივია, რომ საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მომანიჭა… მადლობა ჩემს საქმიანი პარტნიორებს, ოჯახს და განსაკუთრებით დევიდს - ჩემს მეუღლეს და პირველ ინვესტორს. ყველაფერი ხარ ჩემთვის,“ - დაწერა დიზაინერმა.

"ძალიან ვამაყობთ შენით და შენი ყველა მიღწევით ვიქტორია ბეკჰემ. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდების მოპოვება... არავინ იმსახურებს ამას შენზე მეტად. ჩვენ გვიყვარხარ" - წერს დევიდ ბეკჰემი და ფოტოებს აქვეყნებს.

დრამის მიუხედავად, რომელიც ბოლო დღეებში ბრუკლინ ბეკჰემის განცხადებებს მოჰყვა, ვიქტორიამ და დევიდმა ერთიანობა და სიმტკიცე გვაჩვენეს. წყვილი საღამოს ხელჩაკიდებული დააფიქსირეს „სიყვარულის ქალაქში“, რაც ბევრისთვის ოჯახის მდგრადობის სიმბოლოდ იქცა.