"ყველა გადარჩენილი უნდა იყოს ბედნიერი? უნდა დაივიწყოს ის ტკივილი, რაც გამოიარა?" - რას წერს ნინო ხაჟომია მძიმე სენისა და მოგებული ბრძოლის შესახებ - Marao

"ყველა გადარჩენილი უნდა იყოს ბედნიერი? უნდა დაივიწყოს ის ტკივილი, რაც გამოიარა?" - რას წერს ნინო ხაჟომია მძიმე სენისა და მოგებული ბრძოლის შესახებ

2026-01-27 11:58:52+04:00

"მეკითხებიან: - ყველა გადარჩენილი უნდა იყოს ბედნიერი? უნდა დაივიწყოს ის ტკივილი, რაც გამოიარა?

მე ვპასუხობ: არა, ბედნიერება არ მოდის დავიწყებიდან. ის მოდის მიღებიდან", - წერს ნინო ხაჟომია.

ნინო ხაჟომიას ბრძოლა დაავადებასთან

"პირ­ვე­ლი ეტა­პი არის აღი­ა­რე­ბა, უნდა აღი­ა­რო რაც გჭირს. მე რომ ვამ­ბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე აღი­ა­რე­ბაა. მე­გობ­რე­ბი მე­ჩხუ­ბე­ბი­ან, რა­ტომ ამ­ბობ, რომ კიბო გაქვს, ადა­მი­ა­ნი ხომ ამ­ბობს, როცა რამე სტკი­ვა, წო­ნა­შია მო­მა­ტე­ბუ­ლი, მე რა­ტომ არ უნდა ვთქვა? - ეს აღი­ა­რე­ბა ბრძო­ლის­თვის შე­მარ­თე­ბას მაძ­ლევს.

სა­ნამ მე­ტყოდ­ნენ, ტვინ­ში უკვე ვი­ცო­დი, რომ კიბო მქონ­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მანძილზე ვე­ლო­დე­ბო­დი კი­ბოს და ვი­ცო­დი, რომ კიბო უნდა მქო­ნო­და. ერთი დე­ი­და ძუ­ძუს კი­ბო­თია გარ­დაც­ვლი­ლი, მე­ო­რეს რე­მი­სია აქვს ოცწ­ლი­ა­ნი. თან რო­გო­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად ვა­კე­თებ­დი, იცით? 6 თვე­ში ერთხელ ვი­მოწ­მებ­დი თავს. 100 პროცენტით ვიცი, რომ მე დავ­მარ­თე სა­კუ­თარ თავს. ახლა, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, სხვა­ნა­ი­რად წარვმარ­თავ­დი ჩემს ფიქ­რებს. იქ მივ­დი­ვართ და ის გვე­მარ­თე­ბა, რი­სიც გვე­ში­ნია. ყვე­ლა შიშს სიკ­ვდი­ლის შიში უდ­გას უკან, არ არ­სე­ბობს სხვა შიში.

ქა­ლებს მინ­და ვუ­თხრა, არ იტი­რონ და არ აღიქ­ვან ეს, რო­გორც გა­ნა­ჩე­ნი. ძა­ლი­ან კარ­გი წლე­ბი გე­ლო­დე­ბათ წინ და მოდით, 6 თვე გა­დავ­დოთ და ვიმ­კურ­ნა­ლოთ.

მე მივ­ხვდი, რა­ტომ და­ვი­წყე მთა­ში სი­ა­რუ­ლი, ეს იყო ჩემი გლო­ვის რი­ტუ­ა­ლი, მარ­ტო ვრჩებოდი სა­კუ­თარ თავ­თან. მე­ში­ნია, როგორ აი­სა­ხე­ბა ეს ექ­ვსი თვე ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე.

ემო­ცი­ებს, ადა­მი­ა­ნებს ფე­რე­ბით აღ­ვიქ­ვამ, გე­მოც ასეა ჩემ­თვის. კა­რი­ე­რი­დან არა­ფე­რი დამ­რჩა, დრო­ის ფუჭი და­ნა­ხარ­ჯია. ჩემი 21 წლის შვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­მიტ­რი­ალ­და და მი­თხრა - დე, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან რომ მჭირ­დე­ბო­დი, მაშინ შენ იყა­ვი სამ­სა­ხურ­შიო. მარ­ტო ვი­ყა­ვი, როცა გავიგე, რომ კიბო მაქვს, იმ დღი­დან არ და­მიშ­ვია სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, რომ მე მექ­ნე­ბა რე­მი­სია, მერე რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის. პა­ტა­რამ შვი­ლი 13 წლის არის, მკი­თხა, დე, ხომ არ მოკ­ვდე­ბიო... უფ­რო­სი შვი­ლი 21 წლის არის, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, მე­გობ­რე­ბი ვართ.

ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ამას არა­სო­დეს ვამ­ჟღავ­ნებ. ვკლავ, სა­დღაც ვაგ­დებ, უკან. არა­ფე­რი არ ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის გა­რე­შე, ეს ჩემი „ვირუ­სიც“ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­ში ჯდე­ბა. რა­ღაც უნდა მას­წავ­ლოს. ჩემს შვი­ლებს ვე­ფე­რე­ბო­დი, როცა ეძი­ნათ, არ ვაძ­ლევ­დი ემო­ცი­ებს გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ვიყავი უხე­ში, არა­რო­მან­ტი­კუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქალი. რო­გორც კი უარი თქვა სხე­ულ­მა ამ პერ­სო­ნა­ჟის თა­მაშ­ზე, იმ წუ­თას გაჩ­ნდა კიბო. რაში მჭირ­დე­ბო­და პო­პუ­ლა­რო­ბა, რა, ბო­მონ­დურ წვეულებებსა და პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე დავდიოდი? დრო­ის ხარ­ჯვაა... სხვა რა­მით ჩა­ა­ნაც­ვლე, იო­გით და­კავ­დი, ერთი ფურ­ცლით მეტი წა­ი­კი­თხე, ერ­თით მეტი ენა ის­წავ­ლე. ორ თვე­ში ტვინ­მა და­ის­ვე­ნა.

ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ჩა­ვი­ციკ­ლე, არის ის, რომ ადრე გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რო­გო­რი კომ­ბი­ნე­ზო­ნი მეც­ვა, ვიდ­რე ის, თუ რამდენად ჯან­საღ საჭ­მელს ვჭამ­დი. ახლა ChatGPGT-ს ვე­კი­თხე­ბი ყვე­ლა­ფერს ჯან­საღ კვე­ბა­ზე. ორი მკერ­დი მო­ვიკ­ვე­თე, "ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ოპე­რა­ცია" გა­ვი­კე­თე, იმა­ზე ში­შით, რომ არ მინ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩავ­სვა ჩარ­ჩო­ში, რომ რე­ცი­დი­ვის ში­შით ვი­ცხოვ­რო, თუმ­ცა არ იყო ამის სა­ჭი­რო­ე­ბა", - ამბობს ნინო ხაჟომია ინტერვიუში.