როგორ გავიქროთ ვარიკოზული ვენები სწრაფად და უმტკივნეულოდ? - Cutera Excel V+ -ის ლაზერული აპარატი უკვე საქართველოშია - Marao

როგორ გავიქროთ ვარიკოზული ვენები სწრაფად და უმტკივნეულოდ? - Cutera Excel V+ -ის ლაზერული აპარატი უკვე საქართველოშია

2025-11-01 14:25:22+04:00

მსოფლიოში ყოველი 7 ადამიანიდან 2-ს ვენების ვარიკოზული პრობლემა აწუხებს. მისი განვითარების რისკს ზრდის გენეტიკა, ხანგრძლივი ჯდომა ან დგომა, ჰორმონალური ფაქტორები და ასევე ჭარბი წონა. ვენების დაავადებებს მსოფლიო მოსახლეობის 20-30% ებრძვის, მათი უმრავლესობა კი ქალია. ცოტამ თუ იცის, რომ დღეს ამ პრობლემის მოგვარება ყველაზე ეფექტურად Cutera Excel V+ -ის ლაზერულ აპარატს შეუძლია. 

მსოფლიო დონის ლაზერული სისტემა, Cutera Excel V+, უკვე საქართველოშია და ექსკლუზიურად მხოლოდ „ნეო-ნეოს“ ესთეტიკურ ცენტრშია ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ აპარატი უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხისაა. იგი ყველაზე მძლავრი და ზუსტი ლაზერული ტექნოლოგიაა, რომელიც სისხლძარღვოვან პათოლოგიებს, პიგმენტაციასა და კანის სხვადასხვა დეფექტს ებრძვის. სწორედ ამიტომ, ინოვაციური ტექნოლოგიის, Excel V+ -ის დანერგვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ნეო-ნეოს“ ესთეტიკური ცენტრი საქართველოს ბაზარზე მუდმივ ინოვატორად რჩება. 

varikozuli_venebi

ამ უნიკალური აპარატის შესახებ, ვენების ლაზერული ქირურგი, ფლებოლოგი უჩა დოლიძე გვესაუბრა 

- უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ Cutera Excel V+ შესახებ და რატომ ითვლება იგი ინოვაციურ რევოლუციად ესთეტიკურ მედიცინაში?     

- ეს არის ტრანსდერმალური, ანუ კანის ლაზერი, რომელსაც აქვს ტალღის ორი სიგრძე. იგი წარმოადგენს ნეოდიმურ ლაზერს, რომელსაც თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე ბევრი დანიშნულება აქვს. აპარატი გამოიყენება კანის აღდგენითი პროცესებისთვის, პიგმენტაციის მოსაცილებლად, ნაოჭებისა და ნაწიბურების სამკურნალოდ. თუმცა, ფლებოლოგიის თვალსაზრისით, იგი გვეხმარება სისხლძარღვოვანი წარმონაქმნების - კაპილარების მოცილებაში სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, ასევე ჰემანგიომების მკურნალობაში. აპარატი ინოვაციურია, რადგან ბევრი ფუნქცია აქვს გაერთიანებული, არ ტოვებს კვალს და აქვს სწრაფი შედეგი.

 - რა არის კურსის ხანგრძლივობა და რა თვალსაჩინო შედეგს იღებს პაციენტი? ერთი მისვლაა საჭირო თუ რამდენიმე ვიზიტს საჭიროებს?

- კურსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა ზონაზე ვმუშაობთ. პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს 5-10 წუთს, ან ერთ საათამდე. ჰემანგიომების შემთხვევაში შესაძლოა ერთი ვიზიტიც საკმარისი იყოს, ხოლო ვარიკოზული კაპილარების დროს შესაძლოა 2-3 ვიზიტი დაგვჭირდეს.

 - მკურნალობის პროცესი რამდენად მტკივნეულია? აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები და რაიმე შეზღუდვა ხომ არ აქვს კონკრეტულ პაციენტებში?

- გააჩნია ზონას, თუმცა აპარატს აქვს გაციების ფუნქცია. მე დამატებით ვიყენებ სპეციალურ გამაციებელ საშუალებებს, რაც ლაზერის ზემოქმედებას პაციენტისთვის თითქმის შეუმჩნეველს ხდის. გარკვეული დისკომფორტი მაინც არის, მაგრამ მინიმალური. შეზღუდვები ფაქტობრივად არ გვაქვს. ერთადერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს კაპილარის არდახურვა და პროცედურის გამეორების საჭიროება.

 - მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რამდენად აქტიურად მოიხმარენ ექიმი დერმატოლოგები ამ აპარატს და ხომ არ არის ცნობილი, რომელიმე ცნობილი ადამიანი თუ იყენებს მას აქტიურად?

- ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი მსოფლიო მასშტაბით იყენებს ამ აპარატს. კლაკს-თერაპია (CLaCS), რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მოგონილია ბრაზილიელი სპეციალისტის, კასუო მიაკის მიერ. იგი ამ აპარატს იყენებს და ვფიქრობ, მასზე დიდი „სელებრითი“ ამ სფეროში არ არსებობს.

თუ ვარიკოზული კაპილარები,  პიგმენტაცია ან კანის სხვადასხვა პრობლემა გაწუხებთ, Cutera Excel V+ - ის ლაზერული აპარატი საუკეთესო საშუალებაა ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. 

R